შოკოლადის ძალიან ნაზი და გემრიელი ტორტი, რომლის მოსამზადებლადაც არ დაგჭირდებათ ღუმელი

ამჯერად, შემოგთავაზებთ დესერტის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ორცხობილა და რამდენიმე წუთში შეძლებთ უგემრიელესი დესერტის მომზადებას.

უნაზესი და არომატული დესერტის, ,,ლეოპარდის“, მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 250 გრ ორცხობილა
  • 220 გრ მწარე შოკოლადი
  • 160 გრ ნაღები ან რძე
  • 2 ს. კ. კარაქი
  • მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
  • 110 გრ მწარე შოკოლადი
  • 80 მლ ნაღები ან რძე
  • 1 ს. კ. კარაქი

მომზადების წესი:

  1. ტორტის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა ისე, რომ ფორმის კიდეებზეც ამოიტანოთ და წაუსვით კარაქი.
  2. ორცხობილები დატეხეთ და ჩაყარეთ თასში. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ კარაქი, დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ცხელი მასა დაასხით დატეხილ შოკოლადს და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  3. შოკოლადის ნარევი დაამატეთ ორცხობილებს, აურიეთ და მზა მასა გადაიტანეთ ტორტის ფორმაში. ფორმა 3 საათით შედეთ საყინულეში.
  4. ამზადებთ შოკოლადის მინანქარს. პატრა ქვაბში აადუღეთ ნაღები და კარაქი. შემდეგ შეურიეთ შოკოლადი, ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გააგრილეთ, დაიტანეთ ტორტის ზედაპირზე და თანაბრად გაანაწილეთ.
  5. დესერტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. ფოლგის დახმარებით მარტივად შეძლებთ ტორტის ფორმიდან ამოღებას.

მოამზადეთ საოცრად გემრიელი დესერტი და ისიამოვნეთ.  დამერწმუნეთ, ის თქვენი ოჯახის საყვარელი ნუგბარი გახდება. გემრიელად მიირთვით!