სამარხვო სალათი ლობიოსგან, რომელიც არა მხოლოდ უგემრიელესი, არამედ სასარგებლოცაა

შემოგთავაზებთ ლობიოსგან მომზადებული არომატული და სასარგებლო სალათის რეცეპტს.

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი ლობიო 100 გრ
  • კიტრი 100 გრ
  • პამიდორი 100 გრ
  • ზეთის ხილი (უკურკო) 50 გრ
  • წითელი ხახვი 1 თავი
  • ლიმონის წევნი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
  • თქვენთვის სასურველი მწვანილი, მარილი, შავი პილპილი

მომზადების წესი:

ლობიო მოხარშეთ. კიტრი და პამიდორი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაამატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ლობიოს მოხარშული მარცვლები, ზეთის ხილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი, შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნაზად აურიეთ.

სამარხვო სალათიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!