შემოგთავაზებთ ფრანგული სოუსის, ,,ტარტარის“ რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ კერძს კიდევ უფრო გემრიელსა და არომატულს გახდის.
სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: კიტრის მარინადი 50 გრ, მოხარშული კვერცხი 2 ცალი, კვერცხის გული (მოუხარშავი) 2 ცალი, არაჟანი 20%-იანი 120 გრ, ზეითუნისზეთი 1/3 ჩ. ჭ., მწვანე ხახვი დაჭრილი დაახლოებით 2 ს. კ., კამა გემოვნებით, მდოგვის ფხვნილი 1,5 ჩ. კ., ლიმონის წვენი ან ძმარი, მარილი, შავი პიმპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
კვერცხის გულები ნედლიც და მოხარშულიც გამოყავით ცილისგან და მდოგვის ფხვნილთან ერთად კარგად აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ზეთი ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, მოხარშული კვერცხის ცილა, მწვანე ხახვი და კამა.
მომზადებულ მასას დაამატეთ არაჟანი, მარილი, შავი პიმპილი. სურვილისამებრ დაამატეთ ლიმონის წვენი ან ძმარი. გირჩევთ, დაამატოთ ლიმონის წვენი. უგემრიელესი ტარტარი შეინახეთ მაცივარში და გემრიელად მიირთვით.