
ვაშლის ძმარი – უძლიერესი სამკურნალო ნატურალური პროდუქტი. არომატული ძმრის შემადგენლობაში შედის უამრავი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელთაც შეუძლიათ მიკრობებისა და ზიანის მომტანი ბაქტერიების განადგურება.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ.
ვაშლის ძმარი
1. ყელის ტკივილის წინააღმდეგ
აიღეთ ¼ ფინჯანი ვაშლის ძმარი, დაამატეთ 1 ფინჯანი თბილი წყალი. ნაყენი გამოივლეთ ყელში, რომლის წყალობითაც პირის ღრუს ყველა მიკრობი განადგურდება.
2. გულძმარვის წინააღმდეგ
1 ჩ. კ. ვაშლის ძმარი გახსენით მცირე რაოდენობის წყალში, მიიღეთ და გათავისუფლდით გულძმარვისგან.
3. გაჭედილი ცხვირის წინააღმდეგ
თუ გაცივდით და ვერ სუნთქავთ, მიიღეთ 1 ჩ. ჭ. წყალში გახსნილი 1 ჩ. კ. ვაშლის ძმარი. ძმრის შემადგენლობაში შედის ვიტამინები: B1, B2, B6, C. მომზადებულ ნაყენს შეუძლია ლორწოს გამოდევნა და ცხვირის გათავისუფლება.
4. შებერილი მუცლის წინააღმდეგ
თუ გინდათ თავი დააღწიოთ მუცლის შებერილობას, ჭამის წინ მიიღეთ 1 ჩ. ჭ. წყალისა და 2 ს. კ. ვაშლის ძმრის ნარევი, რომელიც გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, მოგიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ნივთიერებათა ცვლას.
5. კრუნჩხვის წინააღმდეგ
კრუნჩხვას იწვევს კალიუმის დეფიციტი. აიღეთ 2 ს. კ. ვაშლის ძმარი, 1 ჩ. კ. თაფლი და 1 ჩ. ჭ. თბილი წყალი.მოცემული იგრედიენტები აურიეთ და მიიღებთ კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშინაო საშუალებას, რომელიც შეგივსებთ კალიუმის დეფიციტს. ვაშლის ძმარი აგრეთვე შეიცავს მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, სპილენძსა და გოგირდს.
6. ქავილის წინააღმდეგ
თუ გაწუხებთ ქავილი, დაზიანებულ ადგილებზე დაიტენეთ ცოტა ვაშლის ძმარი. ნატურალური პროდუქტი გაჯერებულია სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც მას აძლევს საშუალებას გაუმკლავდეს კანის სხვადასხვა პრობლემებს.
7. მეჭეჭების საწინააღმდეგო
ვირუსული მეჭეჭები შეგიძლიათ გაიქროთ ვაშლის ძმრის გამოყენებით. რეგულარულად დაიმუშავაეთ მეჭეჭები და მალე შედგით აღფრთოვანდებით.
8. ფეხის უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ
ყოველ საღამოს ფეხები ჩაყავით ვაშლის ძმრით გაჯერებულ აბაზანაში და მალე დააღწევთ თავს ისეთ უსიამოვნო პროცესებს, როგორიცაა ოფლიანობა და ცუდი სუნი. ძმარი უმკლავდება სოკოს, რადგან ის ანტიბაქტერიული საშუალებაა.
9. ქერტლის საწინააღმდეგო
ვაშლის ძმარი თმებს დაუბრუნებს მბზინვარებას, ამაგრებს, ჰმატებს მოცულობას, ებრძვის ქერტლს.
¼ ფინჯანი ძმარი აურიეთ ¼ ფინჯან წყალში და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე. შეგიძლიათ 15 წუთით დაიტოვოთ და შემდეგ ჩამოიბანოთ. თქვენი თმიდან ქერტლი უკვალოდ გაქრება.
10.სახლში უსიამოვნო სუნის წინაარმდეგ
გაზავეთ ძმარი წყლით, გადაასხით ხსნარი სპრეის ბოთლში და ნაზავი მოასხით სახლში.
11. სისუფთავის სადარაჯოზე
ძმრისა და წყლის ნაზავის წყალობით შეიძლება ამოიღოთ ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები, ობი. ვაშლის ძმრის გამოყენება ქიმიკატებთან შედარებით იაფიც დაგიჯდებათ და უსაფრთხოცაა.
თუ ატყობთ, რომ მილებში წყალი კარგად არ გადის, 1 ჩ. ჭ. ვაშლის ძმარს დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. სოდა, ჩაასხით მილებში და გაწმინდეთ მილები საცობებისგან და უსიამოვნო სუნისგან.
12. ობის წინააღმდეგ
ყველა დიასახლისის პრობლემაა ობი სააბაზანოში, გაზქურაზე, სარეცხ მანქანაზე. ვაშლის ძმრის დახმარებით ობს მოაშორებთ ნებისმიერი ზედაპირიდან. შეგიძლიათ რეცხვის დროსაც დაამატოთ ვაშლის ძმარი და ისიამოვნოთ თოვლივით თეთრი თეთრეულით.
13. ტანსაცმლის ნაკეცების საწინააღმდეგო
გამოიყენე ჭკვიანური ხრიკი და უთო არ დაგჭირდებათ. აიღეთ 1 წილი ვაშლის ძმარი და 3 წილი წყალი, ჩაასხით სპრეის ბოთლში და მიასხურეთ ტანსაცმელს, როცა ნივთი გაშრება, ნაოჭები გაქრება.
14. ავეჯის ლაქების წინააღმდეგ
ლაქები ავეჯზე, ხალიჩაზე, ქსოვილზე გაქრება ვაშლის ძმრის გამოყენებისთანავე. მას შეუძლია ყველაფრის გაწმენდა. დაიტანეთ დალაქავებულ ადგილზე ვაშლის ძმარი და მარილი, კარგად გაწმინდეთ, გააშრეთ და შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი.
გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალება, რომელიც მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აგრეთვე დაგეხმარებათ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში.