მოამზადეთ შამპუნი სოდის ბაზაზე საკუთარი ხელით, რათა თავიდან აირიდოთ თმის საფარის შეთხელება

ყველასთვის კარგად არის ცნობილი სოდის სასარგებლო თვისებების შესახებ. სოდა ფართო სპექტრით გამოიყენება. დიასახლისები თავს იწონებენ სოდის საშუალებით ამოფუმფულებული ნამცხვრებით. სოდა ეფექტურ შედეგს იძლევა კოსმეტიკური ხაზით და ეს თეთრი საოცრება ხალხური მედიცინის რეცეპტების ერთ-ერთი მთავარი იგრედიენტია.

სტატიაში გაგიმხელთ სოდის მაგიური ძალის შესახებ-სოდის შამპუნი თმას უმოკლეს დროში გაგიზრდით, გაგიძლიერებთ და გაგიუმჯობესებთ თმის სტრუქტურას.

შამპუნების ქიმიური შემადგენლობა ანადგურებს თქვენს თმას. მოამზადეთ და გამოიყენეთ სოდის შამპუნი. ეფექტი მართლაც, რომ აღგაფრთოვანებთ.

სოდის ბაზაზე შექმნილი საშინაო შამპუნის რეცეპტი

საჭირო იგრედიენტები:

  • სოდა
  • ვაშლის ძმარი
  • პლასმასის ბოთლი

მომზადების წესები:

  1. 1 წილი სოდა ჩაყარეთ ბოთლში, დაამატეთ 3 წილი წყალი.
  2. თუ გრძელი თმა გაქვთ, მაშინ აიღეთ 2-3 ს. კ. სოდა და 6 ს. კ. წყალი.

გამოყენების წესები:

  1. მომზადებული ნარევი დაიტანეთ მშრალ ან სველ თმაზე, დაიწყეთ ძირებიდან და შეიზილეთ თმის მთელ სიგრძეზე.
  2. დაიტოვეთ 1-3 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უმჯობესია, თუ შეძლებთ და ცივით დაიბანთ. არ გაგიკვირდეთ, კარგად თუ არ აქაფდება.
  3. ბოლოს გადაივლეთ 1 წილი ვაშლის ძმრისა და 4 წილი წყლის ნარევი. ძმრის სუნმა რომ არ შეგაწუხოთ, ნარევს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ან პიტნის ეთერზეთი.
  4. ფრთხილად, ეცადეთ, რომ ნარევი თვალში არ ჩაგივიდეთ.

გამოიყენეთ ეს საშუალება ერთი თვის განმავლობაში და შედეგით აღფრთოვანდებით.