მარტივი ინსტრუქციით კბილის ემალს გაითეთრებთ და ქვების ფორმირებას თავიდან აირიდებთ

0
278

ყველა ადამიანის ოცნებაა, რომ ქათქათა კბილები და ლამაზი ღიმილი ჰქონდეს. წყალბადის ზეჟანგი კბილების N1 მათეთრებელია და შეიძლება ითქვას, მოცემული პრობლემის გადასაჭრელად შეუცვლელი პროდუქტია.

თუ წყალბადის ზეჟანგს დაამატებთ საკვებ სოდას, მიიღებთ უნიკალურ ნარევს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ კბილების გათეთრებას, ნადებისა და ქვების მოშორებას, უსიამოვნო სუნის გაქრობას.

შემოგთავაზებთ წყალბადის ზეჟანგის გამოყენების რამდენიმე მეთოდს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

  1. კბილის პასტას დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი და გაიხეხეთ კბილები. პროცედურის ბოლოს წყალი რამდენჯერმე გამოივლეთ.
  2. სოდას დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი და მიღებული მასით რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები.
  3. ფინჯან წყალს დაამატეთ 2 ს. კ. წყალბადის ზეჟანგის 1,5 %-იანი ან 3 %-იანი ხსნარი და მოამზადეთ პირის ღრუს სავლები. ნარევი გამოივლეთ კბილების გახეხვამდე.

გახსოვდეთ, რომ წყალბადის ზეჟანგი არის შედარებით აგრესიული ჟანგვის აგენტი და კბილებთან ხანგრძლივმა კონტაქტმა შეიძლება დააზიანოს მინანქარი და ღრძილები. რეკომენდებულია, წყალბადის ზეჟანგი გამოიყენოთ კვირაში ერთხელ. გისურვებთ, მუდამ ლამაზი და მომხიბვლელი ღიმილი გქონდეთ!