როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი სითეთრე საცვლებს რამდენიმე წუთში

ძალიან სასაიამოვნოა თეთრი ქათქათა საცვლები, განსაკუთრებით კი ბუსჰალტერი, მაგრამ სამწუხაროდ, ოფლი მალე აყვითლებს და ელვარებას უკარგავს. და სულ რამდენიმე გამოყენების შემდეგ თქვენი საყვარელი ნივთი ყვითლდება და თეთრის ნაცვლად ნაცრისფერი ხდება.

საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით საცვლებსა და მაისურებს დაუბრუნებთ სითეთრეს.

ამ საშუალების გამოყენების დროს აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები.

მათეთრებელი N1

  • თბილი წყალი 2 ლ
  • მარილი 2 ს. კ.
  • სოდა 3 ს. კ.
  • სარეცხის ფხვნილი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

წყალში გახსენით მარილი, სოდა და სარეცხის ფხვნილი. მომზადებულ ნარევში 15 წუთით ჩაალბეთ ბუსჰალტერი, მაგრამ თუ ის ძალიან არის ფერშეცვლილი, მაშინ 30 წუთით დააყოვნეთ. შემდეგ კი კარგად გარეცხეთ ხელით.

დაიმახსოვრეთ, თეთრი ნივთები არ გააშროთ გათბობაზე. ამით აიშორებთ ძნელად მოსაშორებელ ყვითელ ლაქებს.

მათეთრებელი N2

  • თბილი წყალი 6 ლ
  • მარილი 6 ს. კ.
  • წყალბადის ზეჟანგი 2 ს. კ.
  • ამიაკის ხსნარი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები გახსენით წყალში, კარგად აურიეთ და 3 საათით ჩაალბეთ ბუსჰალტერი და სხვა თეთრი ნივთები. შემდეგ ნივთები კარგად გარეცხეთ ხელით, გაავლეთ და გააშრეთ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეუნარჩუნოთ თეთრ ბუსჰალტერს სიქათქათე.

  1. არ ჩაიცვათ ის მუქი ტანსაცმლის ქვეშ.
  2. შეინახეთ ცალკე. ნუ აურევთ სხვა ფერის ნივთებთან.
  3. დაელოდეთ დეოდარანტის გაშრობას და ბუსჰალტერი შემდეგ ჩაიცვით.
  4. გამოიყენეთ თეთრი ნივთებისთვის განკუთვნილი სარეცხი ფხვნილი.
  5. თუ გსურს, ააშოროთ ბუსჰალტერს მონიცრისფრო ფერი, არ გარეცხოთ ძალიან ცხელ წყალში.
  6. უმჯობესია გარეცხოთ ხელით და არა სარეცხი მანქანით.

ძვირფასო ქალბატონებო, ნუ იტყვით უარს თეთრ მაქმანებიან საცვლებზე. ახლა უკვე იცით, როგორ შეუნარჩუნოთ მათ  სიქათქათე.