ყველა ქალის ოცნებაა, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად მოუაროს სახის კანს და თავი აარიდოს ნაადრევ დაბერებას.
შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებულ საშინაო პირობებში მომზადებულ გამაახალგაზრდავებელი ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც გამოიყენეთ კვირაში 2-3- ჯერ.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნიღაბი, რათა თქვენი სახის კანი კარგად მოვლილის ეფექტს ტოვებდეს.
1. შვრიის ფანტელების ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 3-4 ს. კ.
- ცოტა რძე
აიღეთ 3-4 ს. კ. შვრიის ფანტელი, დაასხით ცხელი რძე ან ნაღები. მიღებული ნაზავი დაიტანეთ სახეზე და დააყოვნეთ 15-20 წუთი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი არბილებს გამომშრალ კანს.
2. კეფირის ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- კეფირი 100-200 გრ
ცხიმიანი კეფირი წაისვით სახეზე. დაიტოვეთ 15-20 წუთის განმავლობაში კეფირი რამდენჯერმე წაისვით სახეზე.
თუ თქვენ გამოიყენებთ მაღალი ცხიმის შემცველობის არაჟანს, მაშინ მხოლოდ ერთ სქელ ფენად წაისვით და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
3. ხაჭოს ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- ხაჭო 2 ს. კ.
- სტაფილოს წვენი 2 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და სქელ ფენად წაისვით სახეზე. დაიყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. თაფლის ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- თაფლი 2 ს. კ.
- შვრიის ფანტელი 1 ს. კ.
- რძე 2 ს. კ.
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. ნაყენი დააყოვნეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
დაიმახსოვრეთ, თაფლზე ალერგიულ ადამიანებს ნიღაბის გამოყენება არ შეუძლიათ.
5. ბანანის ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- ბანანი 1 ცალი
- მკვებავი მალამო 1 ჩ. კ.
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
- ლიმონის წვენი ნახევარი ჩ. კ.
დაჭყლიტეთ ბანანი, დაამატეთ დანარჩენი იგრედიენტები, კარგად აურიეთ. დაიტანეთ სახის კანზე, დაიყოვნეთ 15-20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, ხელმისაწვდომი ნიღაბი და თავი დააღწიეთ ნაადრევ სიბერეს.