როგორ გავითეთროთ კანი და გავითანაბროთ მისი ტონი იაპონური მეთოდით

სტატიაში შემოგთავაზებთ იაპონელების კანის მოვლის საიდუმლოს. თუ გსურთ თქვენმა კანმა იბრწყინოს და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ გამოიყენეთ თეთრი თიხა. როგორ უნდა მოამზადოთ თეთრი თიხისგან კანის გასათეთრებელი უძლიერესი ნიღაბი, რომელიც გათეთრებს თქვენს კანს და მიანიჭებს მას ჯანმრთელ, გაცისკროვნებულ იერს.

ეს ნიღაბი შეგიძლიათ აგრეთვე თმისთვისაც გამოიყენოთ, რათა თავი დააღწიოთ გამომშრალ და დაზიანებულ თმას.

იაპონელები დიდი აქტიურობით იყენებენ ამ ნიღაბს. ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი იგრედიენტი და ეს თეთრი თიხაა.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ თეთრი თიხა, დაფხვენით ისე, რომ მიიღოთ ფხვნილი.
  2. აადუღეთ სასმელი წყალი ქვაბში.
  3. წყალს დაამატეთ თიხის ფხვნილი და მისგან მოამზადეთ პასტა.
  4. თქვენი ნიღაბი მზადაა. ნიღაბი დაიტანეთ სახეზე და თანაბრად გაანაწილეთ.
  5. დააყოვნეთ 30 წუთი.
  6. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შეგიძლიათ ნიღაბი რეგულარულად გამოიყენოთ, და რამდენიმე დღის შემდეგ თქვენი კანი კრისტალურად სუფთა და უზადო იქნება. აგრეთვე შეგიძლიათ ნიღაბი მთელ სხეულზე გამოიყენოთ.