როგორ უნდა გავიქროთ თავის ტკივილი 5 წუთში წამლის გარეშე

როდესაც თავის ტკივილი გაწუხებთ და საჭირო ტაბლეტები არ გაქვთ, სიტუაცია ერთი შეხედვით უიმედო შეიძლება ჩანდეს. თუმცა, არსებობს სხვა მეცნიერული მეთოდებიც, რომელთა დახმარებითაც თავის ტკივილს 5 წუთში გაიქრობთ. ამ სტილის მასაჟის ეფექტურობა მეცნიერული კვლებების შედეგადაა დამტკიცებული. ბუნებით იგი აკუპუნქტურის და რეფლექსოთერაპიის ნაჯვარს წარმოადგენს, თუმცა შესასრულებლად სამედიცინო განათლებას არ საჭიროებს.

საჭირო წერტილების მასაჟი

მოთავსდით კომფორტულ პოზაში. ამ მასაჟს 30 წამიდან 1 წუთამდე დასჭირდება. მასაჟი უნდა შეასრულოთ წრიული მოძრაობებით. როგორც წესი ტკივილი მასაჟის დაწყებიდან 5-10 წუთში გაქრება.

თავის ტკივილის გაქრობის 6 მთავარი წერტილი

1. მესამე თვალის წერტილი წარბებს შორისაა მოთავსებული, სადაც ცხვირის ხიდი შუბლს უერთდება. ეს წერტილი ასევე თვალის დახლილობის დონეზეცაა პასუხისმგებელი.

2. ცხვირდენის სამკურნალო წერტილები წარბების შიდა კუთხეებშია განთავსებული სიმეტრიულად. მათი მასაჟისას უნდა დააწვეთ მათ წრიული მოძრაობით, 1 წუთის განმავლობაში.

3. კბილისა და თავის ტკივილის შემამსუბუქებელი წერტილები ცხვირის ქვედა წერტილებთანაა განთავსებული, თვალების პარალელურად. მათი მასაჟი ასევე სინუსების გახსნასა და სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.

4. გაჭედილი ცხვირის, ასევე თვალებისა და ყურების ტკივილის სამკურნალო წერტილები თავის უკანა მხარეს, შუა ნაწილში მდებარეობს, ყურებსა და ხერხემლის დასაწყისს შორის. მათი მასაჟი ასევე სერიოზული თავის ტკივილის და შაკიკის წამალიც გახლავთ.

5. ამ წერტილების აღმოსაჩენად მცირე ჩაღრმავებები უნდა იპოვოთ თმის ზოლის დასაწყისიდან 2-3 სანტიმეტრში, ყურის მაღლა. მათი მასაჟის შედეგად შეგიძლიათ თვალის დაღლილობის შემსუბუქება.

6. სიმეტრიული წერტილები ხელის უკანა ნაწილში, ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორისაა მოთავსებული. მათი მასაჟი დაგეხმარებათ ზურგის ტკივილის, კბილის ტკივილის და კისრის არეში არსებული კუნთების დაძაბულობის შემსუბუქებაში.