მალამო ხალხური რეცეპტის მიხედვით ეგზემის, ანთების, დამწვრობისა და კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ

1472

სტატიაში შემოგთავაზებთ შეუფასებელი მალამოს რეცეპტს, რომელიც გაგკურნავთ ერითემატოზული ანთებისგან, ჭრილობებისგან და კანის სხვა დაავადებებისგან.

მალამოს საოცრებაში რომ დარწმუნდეთ, შემოგთავაზებთ ინერნეტსივრცეში გავრცელებული ერთ-ერთი პაციენტის სამადლობელ წერილს: ფეხი შემისივდა, გამიწითლდა, საშინლად მექავებოდა. ექიმებმა დამისვეს ერითემატოზული ანთების დიაგნოზი. გამომიწერეს წამლები, მალამოები, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა. შემთხვევით სტუმრად აღმოვჩნდით ნათესავთან, გალინა არკადიევნასთა, რომელიც მედიცინის თანამშრომელი იყო. გალინა არკადიევნამ ფეხი გამისინჯა და დამადო მალამო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი საავადმყოფოს ექიმთა შორის. ექიმები ქართველი კოლეგებისგან ნასწავლი ამ საოცარი მალამოს წყალობით კურნავდნენ ჭრილობებს და კანის სხვა დაავადებებს. და მოხდა სასწაული. მალამოს გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ განვიკურნე.

შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რეცეპტს კანის სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

საჭირო იგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 200გრ
  • ფიჭვის (ნაძვის ან კედარის) ფისი 100 გრ
  • ფუტკრის ცვილი 100 გრ

მომზადების წესი:

  1. თუ ფისი მშრალია, დაფხვენით. მოცემული იგრედიენტები მოათავსეთ პატარა ქვაბში და წამოადუღეთ ორთქლის აბაზანაზე.
  2.  დაამატეთ 2 ს. კ. თაფლი და 10 წუთი ადუღეთ.
  3. დაამატეთ 1-2 გრ პროპოლისი და ადუღეთ კიდევ 10 წუთი. ურიეთ განუწყვეტლივ. შემდეგ გააციეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
  4. ზეითუნის ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ქონი.
  5. მალამო ეფექტურია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდაც.

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენების დროს უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო მალამო და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.