გცვივათ თმა და პრობლემას ვეღარ უმკლავდებით? დაუყონებლივ უნდა მიიღით ზომები და შეაჩეროთ ეს არასასიამოვნო პროცესი. ხალხური მედიცინის ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული უამრავი რეცეპტი არსებობს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
სტატიაში შემოგთავაზებთ უნიკალურ, ყველასათვის ხელმისაწვდომ, მხოლოდ 2 იგრედიენტით გაჯერებული ნიღაბის რეცეპტს.
- გვირილა 3 ს. კ.
- დაფქვილი დაფნის ფოთლი 3 ს. კ.
- წყალი 100 მლ
მომზადების წესები:
- დაფნის ფოთლებს დაასხით ადუღებული გვირილის ნაყენი. მიღებული ნარევი დააყოვნეთ 3 საათით.
- გაფილტრეთ.
- მომზადებული ნარევი შეიზილეთ თმის ძირებზე და არ დაიბანოთ.
- პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ამ პროცედურების შემდეგ არა მარტო შეგიწყდებათ თმის ცვენა, არამედ დაუბრუნებთ მას ჯანმრთელ და ბუნებრივ მბზინვარებას. თქვენი თმა გახდება სქელი, ლამაზი და მალე დაგავიწყდებათ თუ როდისმე ამ მხრივ პრობლემა გქონიათ.
თმის ჩაი
1 ს. კ. მწვანე ჩაის დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 30 წუთით. გაფილტრეთ, გადაივლეთ სუფთა თმაზე და არ ჩამოიბანოთ.
თმის ცვენის საწინააღმდეგო ჩაი
10 დღის განმავლობაში ჩაის ძლიერი ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებზე. ეს რეცეპტი შეგიჩერებთ თმის ცვენას და ხელს უწყობს ზრდას.
ჩაის ნაყენი ცხიმიანი თმისათვის
კიდევ ერთი ჩაის საოცარი ნიღაბის რეცეპტი, რომელიც ხელს შეუწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას.
1 ჩ. ჭ. შავი ჩაის ძლიერი ნაყენს დაამატეთ 1 ჩ. ჭ. მუხის ქერქის ნაყენი. მოცემული ნარევი გადაივლეთ სუფთა თმაზე და არ ჩამოიბანოთ.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული თმის ნიღბები და დაუბრეუნეთ მათ ბუნებრივი სილამაზე და მბზინვარება.