ხაჭოს ნამცხვარი სახელწოდებით “მსუბუქი ქარი”, რომელიც მზადდება ფქვილის გარეშე

შემოგთავაზებთ ხაჭოს მსუბუქი და ნაზი ნამცხვრის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი. მოცემული დესერტი იდეალური აღმოჩენაა ფქვილისა და კარაქის გარეშე ხაჭოს ნამცხვრების მოყვარულთათვის.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • კვერცხი 3 ცალი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. ხაჭო ათქვიფეთ კვერცხთან ერთად. გირჩევთ, გამოიყენოთ ხელის ბლენდერი.
  2. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ცხიმიანობის ხაჭო.
  3. დაამატეთ შესქელებული რძე და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  5. ფორმას წაუსვით კარაქი (აიღეთ საშუალო ზომის ფორმა), გადაიტანეთ მომზადებული მასა, თანაბრად გაანაწილეთ და 50-60 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
  6. გამოცხობის მომენტში მასა ამოდის, მაგრამ როგორც კი ღუმელიდან გამოიღებთ, დაიწევს, ამიტომ ცოტა ხნით ღუმელში გააჩერეთ. გაგრილების შემდეგ მასა უფრო მკვრივი გახდება.
  7. გაგრილების შემდეგ დესერტი შეგიძლიათ დაფაროთ გამდნარი შოკოლადით ან კარამელით, ან ჯემით, ან მარწყვით, ჟოლოთი, შავი და წითელი მოცხარით. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებულია. უგემრიელესია მოხარშული შესქელებული რძით დაფარული.

მოამზადეთ საოცრად მსუბუქი, ჰაეროვანი დესერტი, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!