რატომ იკავებს ორგანიზმი სითხეს და როგორ გავთავისუფლდეთ შეშუპებისგან

964

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი იწვევს ქვედა კიდურებისა და სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებას.

ორგანიზმში სითხის შეკავების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:  

1. დიდი რაოდენობით გადამუშავებული საკვების მოხმარება

გადამუშავებული საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, რაც ორგანიზმის მიერ წყლის არაპროპორციული შეწოვის მიზეზია.

2. ჰორმონალური დისბალანსი

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები შეიძლება საფუძვლად ჩაეყარის შეშუპების განვითარებას. სწორედ ამიტომ, მიმართეთ ენდოკრინოლოგს და გამოიკვლიეთ თავი.

3. მარილისა და შაქრის ჭარბად მოხმარება

ამ ორი საკვების ჭარბად მოხმარება იწვევს წყლის შეკავებას, ამიტომ შეზღუდეთ მათი გამოყენება.

4. გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები

ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა და ანტიდეპრესანტებმა  შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება და შეშუპება.

5. ვარჯიშის ნაკლებობა

უმოძრაო ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ორგანიზმი იწყებს ჭარბი სითხის შეკავებას. ექსპერტები გვირჩევენ ყოველდღიურად ვარჯიშს.

6. სისხლძარღვთა და შარდსასქესო სისტემის დარღვევები

დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენს გულზე ან თირკმელებზე შეიძლება შეშუპების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

შემოგთავაზებთ მარტივ მითითებებს, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ თავიდან აიცილოთ სითხის შეკავება და შეშუპება:

  1. მიიღეთ ჯანსაღი საკვები და მიირთვით, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული;
  2. რეგულარულად ივარჯიშეთ;
  3. შეზღუდეთ მარილისა და შაქრის მოხმარება;
  4. აკონტროლეთ წონა;
  5. მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი;

გისურვებთ ჯანმრთელობას!