შემოგთავაზებთ უგემრიელესი ნუგბარის ,,ბაუნტის“ რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ცადეთ, მოამზადეთ და გაახარეთ თქვენი პატარები.
ხელნაკეთი ბაუნტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ქოქოსის ფანტელები 200 გრ., შესქელებული რძე 150 გრ., შოკოლადი 200 გრ.
მომზადების წესი: ქოქოსის ფანტელებს დაასხით შესქელებული რძე, კარგად აურიეთ და გამოხელეთ პატარა, მოგრძო კანფეტები.
ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი. კანფეტები ამოავლეთ მიღებულ მასაში და დააწყვეთ ბადეზე, რათა ზედმეტი შოკოლადი დაბლა ჩამოვიდეს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!