როგორ გავიწმინდოთ სახე ლაქებისა და ნაოჭებისგან ნატურალური საშუალებებით

0
1610

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი იგრეტიენდებით გაჯერებული ნიღბების რეცეპტს, რომლებიც გაათანაბრებს თქვენი სახის კანის ტონს, გაგათავისუფლებთ ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქებისგან.

ყველა ქალის ოცნებაა ჰქონდეს ლამაზი და ჯანმრთელი სახის კანი. სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრება უარყოფითად აისახება სახის კანის მდგომარეობაზე:

  • მუდმივი სტრესები
  • უძილობა
  • ქიმიური საშუალებების გამოყენება
  • მზისა და ქარის მუდმივი ზემოქმედება
  • და ბევრი სხვა მიზეზები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ სახი კანზე.

საშინაო პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ მარტივი, ეფექტური, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული საშუალებები, რომლებიც გაგიუმჯობესებთ სახის კანის მდგომარეობას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ორი საოცრად ეფექტური საშუალების რეცეპტს. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ. გირჩევთ, რომ აუცილებლად გამოიყენოთ.

ამ საოცრად ეფეფქტური საშუალების ძირითადი იგრედიენტი არის კარტოფილი.

ნიღაბი N 1

საჭირო იგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • უმი გახეხილი კარტოფილი 2 ს. კ.
  • იოგურტი ან კარაქი ½ ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელისა და მკერდის მიდაომებში და შეიზილეთ თითების წრიული მოძრაობებით.
  2. ნიღაბი დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. უმჯობესია თუ ნიღაბს გაიკეთებთ საღამოს, რადგან ამ საშუალების შემადგენლობაში შედის ლიმონი, იგრედიენტი, რომელიც ცუდად რეაგირებს მზის სხივებზე.
  4. შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

ნიღაბი N 2

საჭირო იგრედიენტები:

  • გახეხილი უმი კარტოფილი 1 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის ცილა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ დაამატეთ გახეხილი კარტოფილი და კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელისა და მკერდის მიდამოებზე, კარგი იქნება თუ ხელებზედაც შეიზელთ, დაიყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ყველა ახალი პროდუქტის გამოყენებამდე, გირჩევთ ჩაიტაროთ ტესტი ალერგიაზე. ეს ეხება ყველა რეცეპტს.
  4. გამოყენებამდე, საშუალების მცირე ნაწილი წაისვით იდაყვის შიგნითა ნაწილზე და გაიჩერეთ 20 წუთი. თუ არ მოგცათ ალერგიული რეაქცია ე. ი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საშუალება.

აარჩიეთ მოცემული ნიღბებიდან თქვენთვის სასურველი და გაიკეთეთ სამ დღეში ერთხელ, შემდეგ კვირაში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში და სახის კანის მდგომარეობა თვალსა და ხელს შუა გაგიუმჯობესდებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here