არსებობს საშუალება, რომელსაც შეუძლია კანის გაახალგაზრდავება ნებისმიერ ასაკში. ეს მანანის ბურღულია. სახამებლისა და ცილების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით მანანის ბურღულს საოცრებების მოხდენა შეუძლია. ის ეფექტურად მოქმედებს მგრძნობიარე კანზე, არის უძლიერესი ამქერცლავი საშუალება, ასწორებს ნაოჭებს.
ციური მანანი ნებისმიერი ქალისთვის მართლაც, რომ საოცარი საშუალებაა. ეს ნატურალური პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.
საშინაო პირობებში მომზადებული გამაახალგაზრდავებელი ნიღბები შეგიცვლით ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს.
სტატიაში შემოგთავაზებთ მანანის ბურღულის ბაზაზე შექმნილ რამდენიმე ნიღაბის რეცეპტს.
საშინაო გამაახალგაზრდავებელი ლუდის ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- ლუდი 2 ს. კ.
- მანი 2 ს. კ.
- რძე 100 მლ
- ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მანი მოხარშეთ რძეში, დაამატეთ ლუდი და ზეთი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ.
- თბილი ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მანის მკვებავი ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- მანი 2 ს. კ.
- კვერცხის გული 1ცალი
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ გაშრობამდე.
- ნიღაბი ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
გამამკვრივებელი ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- მანი 25 გრ
- ნაღები 50 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. ნაღები სურვილისამებრ შეგიძლიათ არაჟნით ან კარაქით შეცვალოთ, მაგრამ უმჯობესია თუ ნაღებს გამოიყენებთ.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, დაიყოვნეთ 15 წუთი. ფრთხილად დაიმასაჟეთ სახე. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ კი ცივი წყლით. ეს პროცედურა თითქოს კანს აცოცხლებს.
ზეთისა და მანის ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- მანი 2 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- თითები ჩაყავით ზეითუნის ზეთში, შემდეგ კი მანანის ბურღულში და წინასწარ გაწმენდილი სახის კანი დაიმასაჟეთ.
- პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
40 წელს ზემოთ რეკომენდებულია გამაახალგაზრდავებელი ნიღბები გაიკეთოთ კვირაში 3-ჯერ, ყოველ მეორე დღეს. ხოლო თუ მათ რეგულარულად გამოიყენებთ თქვენს სახის კანს ნაოჭები არ დაფარავს და ამ არასასურველ ხაზებს ვერც კი შეამჩნევთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.