ძვირფასო ქალბატონებო, შემოგთავაზებთ მრავალჯერ გამოცდილ რეცეპტებს, რომლებიც ასაკის თანმხლები არასასურველი პრობლემებისგან გაგათავისუფლებთ.
შემოგთავაზებთ ბანანის ბაზაზე დაფუძნებულ რამდენიმე ნიღაბის რეცეპტს, რომლებიც მარტად მოსამზადებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
არჩევანი თქვენზეა, იხილეთ რეცეპტები, გამოიყენეთ და შედეგით ისიამოვნეთ.
რეცეპტი N 1
საჭირო იგრედიენტები:
- მწიფე ბანანი 1 ცალი
- თაფლი 1 ს. კ.
- ნაღები 2 ს. კ.
მომზადების წესები:
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. (თუ ცხიმიანი კანი გაქვთ რეკომენდებულია ნაზავს დაამატოთ ნახევარი ჩ. კ. ლიმონის წვენი). მოზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. 20 წუთის შემდეგ კი ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახე ყინულით დაიმუშავეთ, რომელიც წინასწარ გექნებათ მომზადებუი გვირილის ან მწვანე ჩაის ნაყენისგან.
რეცეპტი N 2
საჭირო იგრედიენტები:
- მწიფე ბანანი ნახევარი
- 1 ცალი კვერცხის გული
- ზეითუნის ან კაკლის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
მწიფე ბანანი კარგად ჩაჭყლიტეთ, დაამატეთ კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ სახეზე და თხელ ფენად შეიზილეთ, დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ ნარჩენები მოიშორეთ და სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი N 3
საჭირო იგრედიენტები:
- ბანანის ფაფა 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- 1 ცალი კვერცხის ცილა
მომზადების წესი:
მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ სახეზე და თხელ ფენად შეიზილეთ, დაიყოვნეთ 15 წუთი და სახე კარგად დაიბანეთ ცივი წყლით, ხოლო შემდეგ გაიწმინდეთ გვირილის ნაყენით გაჯერებული ბამბის ტამპონით. ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩ. კ. გამხმარი გვირილა და დაამატეთ 0,5 ლ ცხელი წყალი.
რეცეპტი N 4
საჭირო იგრედიენტები:
- ბანანი ნახევარი
- საშუალო ზომის ფორთოხლის კანი
მომზადების წესი:
მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახისა და ყელის მიდამოებში, გაინაწილეთ თანაბრად და გაიჩერეთ 25 წუთი. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის დამთავრების შემდეგ კი კანზე შეიზილეთ ახალგაზრდა ალოეს წვენი. ნიღაბი გაკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ, სულ დაგჭირდებათ 10-12 პროცედურა.
გამოიყენეთ ეს საოცარი ხილი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.