სუფთა სისხლი-სუფთა ღვიძლი! სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს დიდხნას სიცოცხლის უნარი შესწევს, მაგრამ ადამიანს არასწორი კვებით, ალკოჰოლზე დამოკიდებულებით და სხვა მთელ რიგ პრობლემათა წყალობით შეუძლია მისი გნადგურება.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას, როგორ გაიწმინდოთ ღვიძლი სწრაფად, მარტივად და ბუნებრივი საშუალების დახმარებით. სულ რამდენიმე დღეში თავს იგრძნობთ ისე, თითქოს ხელახლა დაიბადეთ, გაგიქრებათ საჭმლის მომნებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა საუკეთესო პროფილაქტიკაა.
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი საშინაო პირობებში
შემოგთავაზებთ, მოამზადოთ ქიშმიშის ნაყენი, რომელიც ორგანიზმში ააქტიურებს ბიოქიმიურ პროცესებს, წმენდს სისხლს და ღვიძლიდან გამოდევნის ტოქსინებს.
გაითვალისწინეთ რჩევა და ნაყენის მომზადების დროს ყურადღება მიაქციეთ ქიშმიშის ფერს. უმჯობესია, რომ ეს გამომშრალი ხილი იყოს ნატურალური და მუქი ფერის. თუ ქიშმიში ბზინავს ე. ი. ის სპეციალური ხსნარებითაა დამუშავებული.
ქიშმიშის ნაყენი
ეს საოცრების მომხდენი, ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული ნაყენი საღამოს უნდა მოამზადოთ.
საჭირო იგრედიენტები:
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- ქიშმიში 150 გრ
მომზადების წესი:
- ქიშმიში კარგად გარევხეთ.
- წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და დაამატეთ ქიშმიში და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. მომზადებული ნაყენი დატოვეთ მთელი ღამით.
- დილით ნაყენი გადაწურეთ და მიღებამდე ოდნავ შეათბეთ.
ნაყენი მზადაა გამოსაყენებლად. დალიეთ ის ყოველ დილთ უზმოზე და ნახევარი საათის შემდეგ ისაუზმეთ. ხოლო მოხარშული ქიშმიში დაამატეთ შვრიის ფაფას და გემრიელი საუზმეც მზადაა.
ღვიძლის წმენდის პროცედურა რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს, საკვებ რაციონს დაამატეთ შემდეგი პროდუქტები: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, შავი ქლიავი, ისპანახი. ხორცისა და რძის პროდუქტები კი შეზღუდეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, თუ მიიღებთ ნაყენს თვეში 4 დღე მაინც, უკვე შედეგი გექნებათ.