ლეგენდარული ტორტი ,,კიევური“, რომლითაც ყველა სტუმრის გულს დაიპყრობთ

ტკბილეულის მოყვარულთა გულთამპყრობელი, ლეგენდარული ,,კიევური“ ტორტი ერთხელ თუ მაინც გაგისინჯავთ, მის ზღაპრულ გემოს ვერ დაივიწყებთ.

მართალია, ეს საოცრება არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ ღირს წვალებად.

იხილეთ რეცეპტი

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მოხალული ნიგოზი ან მიწის თხილი 150 გრ
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
  • ფქვილი 45 გრ
  • კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის) 4 ცალი

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხის გულები 4 ცალი
  • შაქარი 200 გრ
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
  • კარაქი 200 გრ
  • რძე 0,5 ჩ. ჭ.
  • კონიაკი 2 ს. კ.
  • კაკაო 1 ს. კ.
  • კეშიუ ან ნიგოზი, ან მიწის თხილი ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესი:

  1. ცომისთვის ნიგოზი დაჭერით წვრილად, შეურიეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქარი, ვანილი და ფქვილი.
  2. ცალკე თასში ათქვიფეთ ცილა და ღრუბელივით ფუმფულა მასას შეათქვიფეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქარი. თქვეფთ 10 წუთი.
  3. მზა ცილას ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ნიგვზიანი ნარევი და ნიჩაბით ან ხის კოვზით ნაზად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, შეურიეთ.
  4. მიღებული მასა გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. გამოსაცხობად აიღეთ 21-22 სმ დიამეტრის ფორმა. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით კარაქი და ცომის ერთი ნაწილი თანაბრად გაანაწილეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 160°С. გამოსაცხობად დასჭირდება საათ-ნახევარი, მაგრამ ყურადღებით იყავით, არ დაგეწვათ. იმავე წესის მიხედვით გამოაცხვეთ მეორე ფენაც.
  6. კრემის მოსამზადებლად კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილის შაქარი, რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ და ადუღეთ 5-7 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  7. კარაქი 2-3 წუთი ათქვიფეთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე, თანდათან დაამატეთ მოხარშული კრემი და კონიანი. თქვეფთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
  8. მომზადებული კრემი გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი ცოტა მეტი აიღეთ და შეურიეთ კაკაო.
  9. პირველ ფენას წაუსვით თეთრი კრემი, დაადეთ მეორე ფენა და მთლიანად დაფარეთ კაკაოს კრემით. კრემი წაუსვით გვერდებზეც. შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით მორთოთ. ზემოდან და გვერდებზე მოაყარეთ წვრილად დაქუცმაცებული ნიგოზი.

ტორტი მთელი ღამე შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით ეს საოცრება და ისიამოვნეთ!