როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა და გავისქელოთ მისი საფარი

თმის ცვენა ეს ის პრობლემაა, რომელიც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც შეექმნება ყველა ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ არხებობს უამრავი ძვირადღირებული საშუალება, ეს პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩება. ამიტომ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ხალხური მედიცინის რეცეპტები, რომლებიც ეფექტური და ეკონომიურია.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც აუმჯობესებს თავის კანზე სისხლის მიმოქცევას, აცოცხლებს მიძინებულ ძირებს, აჩერებს თმის ცვენას და ხელს უწყობს ზრდის პროცესის დაჩქარებას.

შეიძლება გსმენიათ, რომ თმის გასაზრდელად ხშირად იყენებენ ლუდს. თუ ამ ეფექტურ საშუალებას დაამატებთ სხვა კომპონენტებს, მიიღებთ უძლიერესს ნიღაბს, რომელიც აძლიერბს თმას და ხანმოკლე დროში გაგეზრდებათ სიგრზეც და მოცულობაც.

საჭირო იგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
  • ბანანი 1 ცალი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ლუდი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. გაფცქვენით ბანანი და მოამზადეთ პიურე. დაამატეთ მოცემული იგრედიენტები და კარგად აურიეთ.
  2. დაიტანეთ ნიღაბი თავის კანზე და შეიზილეთ როგორც თმის ძირებზე, ისე მთელ სიგრძეზე. შემოიხვიეთ ცელოფანი და პირსახოცი. 40 წუთის შემდეგ კი თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.
  3. რეკომენდებულია ნიღაბი გაიკეთოთ კვირაში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ თქვენი თმის მოცულობა გაორმაგდება და სიგრრძეშიც გაგეზრდებათ.

გამოიყენეთ ხალხური მედიცინის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეფექტური  რეცეპტები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.