მარტივი ხრიკის წყალობით, უნიტაზი ყოველთვის სუფთა იქნება, მილიარდობით ბაქტერია კი – განადგურდება

0
219

თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, პირველ რიგში, უნდა იზრუნოთ თქვენი სახლის სისუფთავეზე.

დასუფთავება ძალიან შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უნიტაზს ეხება.

უნიტაზის გასაწმენდად, როგორც წესი, ვიყენებთ სხვადასხვა კომერციულ საშუალებებს:

  • დეზინფექციისთვის
  • დასუფთავებისთვის
  • სუნის გასანეიტრალებლად

თითქმის ყველა ეს საშუალება დატვირთულია საშიში ქიმიკატებით, რომლებიც არასწორი გამოყენების შემთხვევაში საშიშიც არის.

ამჯერად, შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომელიც დიასახლისებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ეს ხრიკი გაგიმარტივებთ დეზინფექციას და მისი წყალობით თქვენს ტუალეტში სურნელიც სასიამოცნო იქნება.

იხილეთ ხელნაკეთი ,,ბომბების“  რეცეპტი, რომლის წყალობითაც შეძლებთ უნიტაზის გასუფთავებას, დეზინფექციას და სუნის განეიტრალებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 3 ს. კ
  • ლიმონმჟავა 1 ს. კ.
  • წყალბადის ზეჟანგი ნახევარი ს. კ.
  • ძმარი 9%-იანი ნახევარი ს. კ.
  • ლავანდის ეთერზეთი 10 წვეთი
  • პიტნის ეთერზეთი 10 წვეთი
  • ლიმონის ეთერზეთი 10 წვეთი

სამივე ეთერზეთი გაჯერებულია ანტიმიკრობული შემადგენლობით, აგრეთვე ანადგურებს სუნის გამომწვევ ბაქტერიებს და მათი კომბინაციის შედეგად საამო სურნელი იფრქვევა.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, აურიეთ ლიმონმჟავა და სოდა.
  2. აიღეთ ცალკე პატარა თასი და ჩაასხით წყალბადის ზეჟანგი, დაამატეთ ძმარი, აურიეთ და მომზადებული მასა ნელ-ნელა, წვეთწვეთობით დაამატეთ სოდისა და ლიმონმჟავას ნარევს.
  3. შემდეგ დაამატეთ ეთერზეთებიც. მიიღებთ სქელი კონსისტენციის მასას ოდნავ დატენიანებულს (სითხის ნორმას არ გადააჭარბოთ).
  4. მომზადებული მასა გადაიტანეთ სილიკონის ფორმებში და დაახლოებით 6 საათით გააჩერეთ, დაელოდეთ გაშრობას.

ხელნაკეთი ,,ბომბები“ ჩააგდეთ უნიტაზში და გაანადგურეთ მავნე ბაქტერიები და მიკრობები.