თმა რამდენჯერმე უფრო სწრაფად რომ გაიზარდოს, გაიძლიეროთ მისი ძირები და სამუდამოდ მოიშოროთ ქერტლი, გამოიყენეთ მარტივი საშინაო ნიღბები

არ შეიძლება უარვყოთ, რომ ქალის სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია თმა. თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ლამაზი, ჯანსაღი, მბზინვარე თმა რეგულარულად უნდა იზრუნოთ მასზე და სწორად შეარჩიოთ თმის მოვლის საშუალებები.

მაშინ, როდესაც თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა ტიპის თმისთვის განკუთვნილი  თმის მოვლის უამრავი საშუალების შეძენა შეგიძლიათ, ქალბატონების უმრავლესობა ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ ხელნაკეთ შამპუნებსა და ნიღბებს ანიჭებს უპირატესობას. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ალოე ვერას გელი. ეს ბუნებრივი პროდუქტი იდეალური საშუალებაა თმის გასაძლიერებლად, დაზიანებული თმის აღსადგენად. იგი ასწრაფებს თმის ზრდას, ჰმატებს მოცულობას, კვებავს და ატენიანებს თმას, გაგათავისუფლებთ ქერტლისგან, შეგიჩერებთ თმის ცვენას.

შემოგთავაზებთ ალოეს ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით თქვენს თმას მრავალ სარგებელს მოუტანთ და სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ.

ალოე ვერას შამპუნი

სამკურნალო შამპუნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალოეს გელი 100 მლ
  • წყალი 250 მლ
  • ბავშვის საპონი 50 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

თბილ წყალს დაამატეთ გახეხილი საპონი, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. წყალს აცხელებთ საპნის სრულ გადნობამდე. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, დაამატეთ ალოეს გელი, კარგად აურიეთ და ხელნაკეთი შამპუნიც მზად არის.

თმის დატენიანება

თმის დასატენიანებელი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალოე ვერას გელი 20 მლ
  • ნუშის ზეთი 10 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა შეიზილეთ თმის ძირებზე და მთელ სიგრძეზე. თმის სიგრძის მიხედვით გაზარდეთ ინგრედიენტთა პროპორციები.  დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაითბუნეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი.

გამოიყენეთ მოცემული საშუალება და მიანიჭეთ თმას სიძლიერე და მბზინვარება.

ალოეს გელის ნიღაბი

დაბანამდე 30 წუთით ადრე თავის კანზე შეიზილეთ ალოეს გელი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. მოცემული ნიღაბის საშუალებით შეიჩერებთ თმის ცვენას, ხელს შეუწყობთ თმის სწრაფად ზრდას, გაძლიერებას. ნიღაბი აღადგენს დაზიანებულ თმას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალებები და მრავალი სარგებელი მოუტანეთ თქვენს თმას.