თბილი ამინდების დაწყებისთანავე ნებისმიერ მფლობელს უამრავი საქმე უჩნდება, რაც დაკავშირებულია სახლის გარე კედლების ან აგარაკის ნაკვეთის დამუშავებასთან. მომავალი ხარჯების დათვლისას ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც ნერვები არ ყოფნით, რადგან ხარჯის დიდი წილი საღებავის შეძენაზე მიდის.
საფასადო სამუშაოებისთვის საღებავის ფასი მის ხარისხზე ძლიერ დამოკიდებულია. რა უნდა ქნათ, თუ მთელი ვაგონი შესაღები სამუშაო და უკიდურესად შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ? როგორც ბევრმა შეამჩნია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საღებავი მხოლოდ რამდენიმე წელი „ცხოვრობს“, შემდეგ უსინდისოდ ნადგურდება.
რატომ უნდა დახარჯოთ ფული ხანმოკლე მასალაზე? საღებავი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ, ნებისმიერი რაოდენობით და უფრო ხარისხიანი, ვიდრე ბაზარზეა წარმოდგენილი. გთავაზობთ 2 რეცეპტს ძალიან იაფი საღებავის მოსამზადებლად – ე.წ. შვედური და ფინური.
ხის საღებავი გარე სამუშაოებისთვის
შვედური და ფინური საღებავს ტენს არ უშვებს, ამასთან ხეს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ასეთი საღებავის მომზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ რეცეპტი მკაცრად უნდა დაიცვათ და ხარშვის დროს ყურადღებით უნდა იყოთ. ინგრედიენტებს ნებისმიერ ბაზრობაზე იპოვით.
ფინური საღებავის შემადგენლობა
ინგრედიენტები:
- 720 გრ ჭვავის ან ხორბლის ფქვილი
- 1560 გრ რკინის სულფატი
- 360 გრ მარილი
- 1560 გრ მშრალი კირის პიგმენტი
- 9 ლ წყალი
მომზადება:
1. დიდ ემალის ჭურჭელში ფქვილის წებო მოამზადეთ: ფქვილს თანდათანობით 6 ლ ცივი წყალი დაუმატეთ და სქელი არაჟნის მიღებამდე აურიეთ.
2. დარჩენილი 3 ლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და ფქვილის წებოს დაუმატეთ.
3. ფქვილის წებო გადაწურეთ და ცეცხლზე დადგით.
4. მუდმივად აურიეთ, მარილი, რკინის სულფატი და მშრალი კირის პიგმენტი დაუმატეთ.
5. მზა შემადგენლობა შეფუთეთ, რომ მუშაობის მთელი პროცესის დროს თბილი იყოს.
6. აუცილებელი რაოდენობა სამუშაო ჭურჭელში გადაიტანეთ. დროებით კონტეინერად გადაჭრილი პლასტმასის ქილა გამოიყენეთ.
შვედური საღებავის შემადგენლობა
ამ შემადგენლობით შეგიძლიათ შეღებოთ მხოლოდ სუფთა, ადრე შეუღებავი ხის მასალა ან თაბაშირი. წინასწარი დამუშავება აუცილებელი არაა. საღებავის ამ რეცეპტს მხოლოდ ერთ რამ სჭირდება – პროპორციები მკაცრად დაიცავით.
ინგრედიენტები:
- 600 გრ ჭვავის ფქვილი
- 260 გრ მარილი
- 250 გრ ოლიფა
- 260 გრ რკინის სულფატი
- 260 გრ რკინის სურინჯი
- 4,5 ლ წყალი
მომზადება:
1. ჭვავის ფქვილს 3 ლ წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე დადგით. აურიეთ, ფქვილის წებო მოამზადეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პატარა გოროხები არ წარმოიქმნას.
2. როცა ფქვილის წებო ერთგვაროვანი მასა გახდება, მარილი და სულფატი დაუმატეთ. კრისტალების ბოლომდე გახსნამდე დუღილი გააგრძელეთ.
3. შემდეგ რკინის სურინჯი დაუმატეთ და სრული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
4. წვრილ-წვრილად ოლიფა დაუმატეთ, ენერგიულად აურიეთ და კიდევ 1,5 ლ წყალი დაუმატეთ, ცეცხლიდან არ გადმოდგათ.
5. მიღებული, ჯერ კიდევ თბილი ხსნარით ზედაპირი დაუყონებლივ შეღებეთ.
შვედური ხსნარით ხის ზედაპირი სჯობს ფუნჯით შეღებოთ, ხოლო თაბაშირი – ლილვაკით. საღებავ ხის მასალას 2-ჯერ წაუსვით. საღებავის ხარჯი – ზუსტად 250 გრ 1მ²-ზე.
შეღებვის პროცესი დღის მეორე ნახევარში, მზის ჩასვლის დროს დაიწყეთ. თუ ნაგებობა ან ღობე ადრე ზეთოვანი საღებავით იყო შეღებილი, თქვენ მისი სრულად გასუფთავება მოგიწევთ.
ზეთოვანი საღებავისგან განსხვავებით ფინური და შვედური საღებავი უფრო გამძლეა. თქვენი ნაგებობა გარეგანი რემონტის გარეშე 20 წელი გაძლებს!
პირდაპირ გეტყვით, ასეთი ხელნაკეთი საღებავი სოფლის მაცხოვრებლებისა და მებაღეებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დიდი მოცულობის შესაღებად მცირე ბიუჯეტი დახარჯოთ, პირველივე ჯერზე ყველაფერი ხარისხიანად გააკეთოთ და ხის მასალის დიდხანს დაიცვათ.
თქვენ მოგეწონათ სკანდინავიელების სიბრძნე? ერთ-ერთი რეცეპტით საღებავის მომზადება სცადეთ და მისი უპირატესობა გაგაოცებთ!
ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ საღებავი ხის მასალისთვის სახლის პირობებში. მეგობრები შთააგონეთ – ეს იდეები მათ ურჩიეთ!