იგრედიენტები, რომელიც ამ რეცეპტის შემადგენლობაში შედის თითქმის ყველა სამზარეულოშია. რეცეპტი კი საოცრად ეფექტურია-აღარც პიგმენტური ლაქები, აღარც ნაოჭები და თმები!
მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურად გამოიყურებით და საერთოდ არ გეტყობათ ასაკი, ხელები გასცემენ თქვენს საიდუმლოს. სახის კანის მოვლის უამრავი კოსმეტოლოგიური საშუალება არსებობს, მაგრამ ხელებთან საქმე უფრო რთულად გვაქვს.
ხელები ქალის სავიზაიტო ბარათია.
ნუ დაიზარებთ, დაკარგეთ კვირაში 10 წუთი და მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელიც ღრმად წმენდს კანს, აახალგაზრდავებს და არბილებს.
ხელების მოვლა საშინაო პირობებში
ხელის მტევანი ყველაზე დაუცველი ადგილია, რომელიც მზის მუდმივი ზემოქმედების ქვეშაა, არ დაგავიწყდეთ ის ქიმიური საშუალებებიც, რომელთაც ვიყენებთ. ხელის მტევანზე განთავსებული კანქვეშა ცხიმის ფენა, რომელსაც შეუძლია შეამციროს დატვირთვა კანზე, ძალიან თხელია, და სწორედ ამიტომ არის, რომ ხელის კანი დაბერებას 20 წლის ასაკიდან იწყებს.
ქალის ყოველდღიური საქმე, დალაგება, საჭმლის მომზადება, ქიმიური საშუალებების ზემოქმედება, კანის სიმშრალე ასწრაფებს ხელებზე კანის დაბერებას, ხოლო 30-40 წლის შემდეგ მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება პიგმენტური ლაქები და ჭორფლები.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- მარილი ( უმჯობესია ზღვის მარილი) 2 ს. კ.
- სოდა 2 ს. კ.
- სახის ან ტანის ქაფი 3 ს. კ.
მომზადების წესები:
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული საშუალება წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თითებიდან იდაყვებამდე. ნიღაბი თანდათან გამკვრივდება და კანი შეიწოვს. 10 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ.
შედეგი მართლაც, რომ გაგაოცებთ:
- თმა, რომლითაც დაფარულია ხელის კანი, ამ ნიღაბის მესამე – მეოთხე პროცედურის შემდეგ გაგიქრებათ და აღარც გაგეზრდებათ.
- პირველი პროცედურის შემდეგ კანის ტონი გათანაბრდება, ხოლო პიგმენტური ლაქები და ჭორფლები თანდათან გაუფერულდება და გაგიქრებათ.
- დაგირბილდებათ და გაგიქრებათ ხელისგულებზე არსებული კოჟრები.
- პირველი პროცედურის შემდეგ კანი დაგირბილდებათ, გახდება გლუვი, რადგან სოდიანი ნიღაბის ერთ-ერთი იგრედიენტი არის მარილი და ამიტომ ეს საშუალება საოცრად ეფექტური სკრაბია.
- პროცედურა გაიკეთეთ კვირაში ერთხელ. ეს ნიღაბი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, ამიტომ ფრთხილად და ნორმის გადაუჭარბებლად უნდა გამოიყენოთ. არ დაუშვათ, რომ ხელები ისე გაიხეხოთ, რომ ნაკაწრები გაგიჩნდეთ. გირჩევთ, ვისაც მშრალი კანი გაქვთ ნიღაბს დაამატეთ ზეითუნის ზეთი.
- ხელის კანი რომ არ გამოგიშრეთ აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი მალამო.
პროცედურა ძალიან სასიამოვნოა, ამიტომ ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ ეს უმარტივესი ნიღაბი და დაიბრუნეთ თქვენი თეთრი ხელები სიბერის კვალის გარეშე. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ, მაგრამ დამატენიანებელი მალამო-ყოველ დღე.