მოვლილი და ლამაზი ხელები-ქალების სავიზიტო ბარათია.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული ნიღბების რეცეპტებს.
მკვებევი ნიღაბი
ასეთი ნიღაბი კარგად კვებავს თქვენი ხელის კანს. აიღეთ 1 ჩ. კ. თაფლი და 1 ცალი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და ხელებზე შეიზილეთ, შემდეგ კი ჩაიცვით ხელთათმანები ან შემოიხვიეთ ცელოფნები. 20 წუთის შემდეგ კი ხელები თბილი წყლით დაიბანეთ.
დამარბილებელი ნიღაბი
აიღეთ 5 ს. კ. შვრიის ფანტელი და 2 ს. კ. მოდუღებული შავი ჩაი. შვრიის ფანტელები გააჯერეთ შავი ჩაის ნაყენით და მომზადებული მასა შეიზილეთ ხელებზე და ჩაისვით ბამბის ხელთათმანები და დაიტოვეთ 1 საათით. შეგიძლიათ ნიღაბი მთელი ღამით დაიტოვოთ-დილით კი ხელები ახალშობილივით რბილი და გლუვი გექნებათ.
დამატენიანებელი ნიღაბი
საშუალო ზომის ვაშლი გახეხეთ, დაამატეთ 3 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი და ნაღები ან არაჟანი. მომზადებული მასა დაიტანეთ ხელებზე, დააყოვნეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი შეგიძლიათ სახისთვისაც გამოიყენოთ.
დამამშვიდებელი ნიღაბი
მოხარშეთ 4 ცალი გათლილი კარტოფილი, დაჭყლიტეთ, დაამატეთ 4 ს. კ. რძე. მომზადებული ნაზვი ოდნავ შეაგრილეთ, ჩაყავით ხელები და დააყოვნეთ სანამ არ გაცივდება. ეს ნიღაბი აღადგენს პატარ-პატარა ნაკაწრებს და ამშვიდებს დახეთქილ კანს.
გამწმენდი ნიღაბი-სკრაბი
შეურიეთ 2 ს. კ. მცენარეული ზეთი და 4 ს. კ. შაქარი. მომზადებული ნაზვი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ხელებზე, თითოეული 3-3 წუთი დაიმასაჟეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.