კვერცხი მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს. გაინტერესებთ, რა ცვლილებები წარიმართება სხეულში, როდესაც დღეში 2 ცალ კვერცხს მივირთმევთ? მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა…
თუ გსურთ გახდომა მიიღეთ კვერცხი
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები ვინც ყოველ დილით მიირთმევენ 2 კვერცხს ივსებიან ენერგიით, იღებენ კალორიებსაც და მარტივად კარგავენ ჭარბ წონას.
კალციუმის შეწოვის გაზრდა D ვიტამინის გამოყენებით
ხშირ შემთხვევაში ადამიანები 1 ჩ. კ. თევზის ქონის დალევას ამჯობინებენ, მიირთვან ერთი ცალი მოხარშული კვერცხი. მართლაც, რომ სასარგებლოა ეს ნატურალური პროდუქტი. დადასტურებულია, რომ კვერცხის მიღება ზრდის D ვიტამინის რაოდენობას. ვიტამინი D ამაგრებს კბილებს, ძვლებს, აგრეთვე აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას.
ტვინი მუდმივად იმყოფება ქოლინის დაცვის ქვეშ
ყოველდღიურად ორი კვერცხის მიღებით, თქვენს ორგანიზმს აწვდით საჭირო რაოდენობის ფოსფოლიპიდებს. თუ თქვენ განიცდით ამ ვიტამინების ნაკლებობას, შეიძლება მეხსიერება დაკარგოთ მოკლე დროით, მაგრამ სამწუხაროდ, მოსალოდნელია პროცესიც გახანგრძლივებაც.
დაბერების პროცესის შეფერხება
35-დან 40 წლამდე ქალბატონების 90% კვერცხის ყოველდღიურად გამოყენების შედეგად სახის კანზე შეუმცირდათ ნაოჭები.
კვერცხი დაფეხმძიმების ხელშემწყობი
B ჯგუფის ვიტამინებს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, როდესაც საუბარი სასსქესო ჰორმონებზე მიდის. ვიტამინ B9 თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში და სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში, რის ხარჯზე საგრძნობლად მცირდება ნაყოფში გონებრივი ჩამორჩენის განვითარების რისკი.
ლუტინი მხედველობის სადარაჯოზე
ქათმის კვერცხი მდიდარია ლუთეინით, რომელიც პასუხიმგებელია მხედველობაზე. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ლუთეინის ნაკლებობა შეგიმცირებთ მხედველობას და გამოიწვევს გართულებებს.
B ვიტამინის კომპლექსი იცავს თმას, კანს, ღვიძლს
კვერცხის შემადგენლობაში შემავალი ფოსფოლიპიდები ასტიმულირებს ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას. ვიტამინი B12 და ბიოტინი სასიცოცხლოდ მთავარი ელემენტებია კანისა და თმის აღსადგენად.
ამცირებს ავთვისებიან წამონაზარდა ფორმირების რისკს
ქალბატონები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ კვერცხს, ნაკლებად აავადდებიან ძუძუს კიბოთი, რადგან ქოლინი ამცირებს ავთვისებიან სიმსივნეთა განვითარების რისკს.
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარების საშიშროებას
კვერცხში დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ქოლესტერინის ფოსფატიდები, რომელიც ამცირებს თქვენს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს. კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ის მჟავას, რომელიც ამცირებს სისხლში ტრიგლიციდების რაოდენობას. ამით კი მცირდება გულსისხლძარღვთა დაავადებებათა რისკი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მიირთვით დღეში 2 ცალი მოხარშული კვერცხი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.