კეფირისა და ჭარხლის გამწმენდი დიეტა მოგაშორებთ გაბერილ მუცელს და კილოგრამობით მავნე ნარჩენს

ჭარხლისა და კეფირის დიეტა განსაკუთრებით მოხიბლავს მათ, ვისაც სურს, რომ მოკლე დროში მოიშოროს ზედმეტი და ჩაიტაროს ორგანიზმის დეტოქსიკაცია, და მათ ვისაც სურს, რომ ძალიან სწრაფად შეიმციროს წონა 1-2 კილოგრამით.

კვების რეჟიმის ძირითადი პრინციპები:

  1. 3-დღიანი დიეტის დროს რაციონიდან ამოიღეთ პროდუქტები: რძე, ხორცი, ბოსტნეული (ჭარხლის გარდა), ხილი, ტკბილეული, ალკოჰოლი და სწრაფი კვების პროდუქტები.
  2. სამი დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ ჭარხალი, კეფირი და წყალი.
  3. გამოიყენეთ 1 %-იანი კეფირი.
  4. გამოიყენეთ დღეში 1 კგ უმი ან მოხარშული ჭარხალი.
  5. თუ გსურთ, მიირთვათ უმი ჭარხალი სალათის სახით, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ზეთი და მარილი.
  6. თუ მოხარშული ჭარლის მიღებას გადაწყეტთ, მაშინ მიირთვით ყოველგვარი დანამატების გარეშე.
  7. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ წყალი 1 ლიტრს ზემოთ  განუსაზღვრელი რაოდენობით.
  8. შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი.

თუ ჭარხალი ან კეფირი მოგბეზრდათ, მოამზადეთ გემრიელი კოქტეილი, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ იხილვთ.

ჭარხლისა და კეფირის კოქტეილის რეცეპტი

საჭირო იგრედიენტები:

  • ჭარხალი
  • კეფირი

მომზადების წესი:

ჭარხალი გახეხეთ და გამოწურეთ წვენი. ჭარხლის წვენი და კეფირი დააბლენდერეთ და გემრიელი კოქტეილიც მზად არის.

ჭარხლითა და კეფირით გაწმენდის უპირატესობები:

  1. სამ დღეში გაიწმენდთ კუჭ-ნაწლავის სისტემას.
  2. ჭარხალს აქვს მსუბუქი საფაღარათო საშუალების ეფექტი და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
  3. ორგანიზმიდან ზედმეტის გამოდევნასა და გაწმენდას შედეგად მოჰყვება წონაში დაკლებაც.
  4. კეფირი ცნობილია სასარგებლო თვისებებით: აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას, მიკროფლორას, შეიცავს საკმაო რაოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს.
  5. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ჭარხალი სასარგებლოა მათთვის ვისაც სისხლძარღვების პრობლემა აქვთ.
  6. ბოჭკოვანი შემცველობის წყალობით ჭარხალი დადებითად მოქმედებს ნაწლავების მუშაობაზე და წმენდს დაგროვილი ტოქსინებისგან.
  7. 3-დღიანი გაწმენდის წყალობით გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან, გაიწმენდთ საჭმლის მომნელებელ სისტემას და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.

გაითვალისწინეთ სტატიაში მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.