გამოიყენეთ ბრინჯის წყალი კანისათვის, რათა ტონალურის გამოყენება აღარ დაგჭირდეთ

მრავალი წლის მანძილზე ქალბატონები აქტიურად იყენებდნენ ბრინჯის წყლის მატონიზირებელ, კანის ბუნებრივ გამწმენდ საშუალებას.

ბრინჯის წყალს მრავალი რეგენერაციული და პროფილაქტიკური თვისება აქვს. ამავე დროს საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა.

ჰიპოალერგიული ტონიკი შეიცავს 4-ამინობენზოინის მაჟავას, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკაში კანის მოვლისა და მზისგან დამცავი საშუალებებისთვის. ტონიკი გაჯერებულია  ვიტამინებითა და მინერალებით.

სახის ტონიკის უპირატოსებები:

ბრინჯის წყლის ტონიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს, გამონაყარის, ლაქების, მკვდარი უჯრედების საწინააღმდეგოდ. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ინოზიტოლი (ვიტამინი B8).  იგი ატონიზირებს სახის კანს, ხელს უწყობს უჯრედის რეგენერაციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ბრინჯის წყალი ერთ-ერთი ყველაზე რბილი და მსუბუქი გამწმენდი საშუალებაა კანისთვის, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით: B1, C, E, აგრეთვე მინერლებით, რომელთაც შეუძლიათ ფორების შემცირება. ბრინჯის წყალს მზისგან დამცავი ეფექტი აქვს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბრინჯის ბაზაზე მომზადებული ტონიკის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბრინჯი 1 ფინჯანი
  • წყალი ფინჯან-ნახევარი
  • მომზადების წესები:
  • თასში ჩაყარეთ ბრინჯი, დაასხით წყალი და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 12 საათი.
  • გადაწურეთ და ტონიკიც მზადაა.

გამოყენების წესები:

მომზადების პროცესს დააჩქარებთ თუ ბრინჯიან წყალს აადუღებთ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე პირველ ვარიანტს გირჩევთ. ტონიკი სახის კანზე დაიტანეთ ბამბის საშუალებით. იგი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა.

იხილეთ რეკომენდაციები და სხვა გამოყენებები:

ამ ტონიკის მოსამზადებლად გამოიყენეთ გამოხდილი წყალი. ტონიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც. ტონიკი თმის ერთგვარი ბუნებრივი კონდენციონერია, რომელიც მას ჰმატებს ბზინვარებსა და სინაზეს.

ტონიკის გამოყენებამდე სახე წინასწარ გაიწმინდეთ. ბუნებრივი ტონიკი დაიტანეთ სახის კანზე და 10-15 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ სახე თბილ წყალში დასველებული ქსოვილით გაიწმინდეთ.

სასურველია, გამოიყენოთ ორგანული ბრინჯი, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. შეგიძლიათ მოამზადოთ უფრო მეტი რაოდენობით და 2 კვირის განმავლობაში შეინახოთ  მაცივარში. ბრინჯის წყალი გამოყენებამდე შეათბეთ და შემდეგ გამოიყენეთ მაკიაჟის მოსაშორებლად. ტონიკი შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ.

მოამზადეთ მარტივი, იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.