როგორ გავწმინდოთ გაზ-ქურის ზედაპირი ცხიმის ნამწვავისგან მარტივი ინსტრუქციით

ცხიმიანი ღუმელის გაწმენდას დიდი ძალისხმევა სჭირდება. უამრავი ქიმიური საშუალების შეძენა შეგიძლიათ, რომელთა დახმარებით სასურველ შედეგს მიღებათ, მაგრამ ხშირად ამ პროდუქტებს სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოაქვთ.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული უსაფრთხო და ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც დაბინძურებულ ღუმელს ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სწრაფად და მარტივად გაწმენდთ. ამავე დროს არ გადაიხდით ზედმეტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • კალცირებული სოდა 3 ს. კ.
  • სარეცხის ფხვნილი (ნებისმიერი) 0,5 ს. კ.
  • საკანცელარიო წებო 1 ს. კ.

ინსტრუქცია:

  1. მოცემული იგრედიენტები გააზავეთ  1 ჩ. ჭ. ცივ წყალში და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული საშუალება ღუმელის ზედაპირზე თხელ ფენად დაიტანეთ და ცოტა ხნით დააყოვნეთ, შემდეგ კი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაწმინდეთ. თქვენი ღუმელი სისუფთავისგან იბრწყინებს.
  3. ამ საშუალების დარჩენილი ნაწილი გადაიტანეთ მინის ქილაში და კიდევ გამოიყენებთ. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და თვითონ დარწმუნდით საშუალების ჯადოსნურობაში.