როგორ გავწმინდოთ ხილი და ბოსტნეული საშიში პესტიციდებისგან ბოლომდე. მხოლოდ დამდუღვრა საკმარისი არ არის

მინდა გაგიზიაროთ რჩევები, რომელიც ერთმა უკეთილშობილესმა და თავისი საქმის კარგად მცოდნე ადამიანმა მასწავლა, რომელიც საუკეთესო ფერმერია.

ალბათ ყველამ კარგად ვიცით, რომ პესტიციდების უბრალო წყლით ჩამორეცხვა შეუძლებელია.

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ როგორ გავასუფთაოთ ხილი და ბოსტნეული საშიში კანცეროგენებისგან.

ხილისა და ბოსტნეულის გაწმენდა ძმრის დახმარებით

მოამზადეთ ნარევი შემდეგი თანაფარდობით. აიღეთ 3 წილი წყალი და 1 წილი ვაშლის ძმარი. ნარევს შესწევს უნარი 98 %-ით გაანადგუროს ბაქტერიები. საკმარისია 10-20 წუთამდე დააყოვნოთ ხილი და ბოსტნეული მომზადებულ ნარევში, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ეფექტური ნარევის რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში

რეცეპტი N 1

1 ს. კ. ლიმონის წვენი, წყალი 1 ჩ. ჭ. და სოდა 2 ს. კ.

რეცეპტი N 2

ლიმონის წვენი 1 ს. კ., წყალი 1 ჩ. ჭ., ვაშლის ძმარი 2 ს. კ.

თუ თქვენ იცით, რომ ხილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად  დიდ რაოდენობით პესტიციდებია გამოყენებული გირჩევთ, გამოიყენოთ შემდეგი საშუალება:

წყალი 1 ჩ. ჭ., სოდა 1 ს. კ., ვაშლის ძმარი ნახევარი ჩ. ჭ. და რამდენიმე წვეთი გრეიფრუტის ექსტრაქტი. იგრედიენტები აურიეთ და ნარევი ერთი საათის შემდეგ გამოიყენეთ.

გირჩევთ, რომ ხილი და ბოსტნეული ყოველთვის გათალოთ და ისე მიირთვათ, რადგან კანში შედის პესტიციდების ყველაზე დიდი რაოდენობა.

ყურადღებით წაიკითხეთ სტატია, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და ნუ მიაყენებთ საკუთარ თავსა და ახლობლებს ზიანს.