კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურისთვის გამოიყენეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა). ამ მეთოდით შესაძლებელია საუნა-სახვევის გაკეთება სახისთვის და ასევე შეგვიძლია გააძლიეროთ კოსმეტიკური საშუალებების ეფექტი.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას, როგორ უნდა გავიკეთოთ სახვევი და გიამბობთ მეთოდის დადებითი თვისებების შესახებ.
ეს გმაახალგაზრდავებელი მეთოდი უძველესია, რომელსაც იყენებდნენ იაპონელი ქალბატონები. მათი სახის კანი აღფრთოვანებას იწვევს და ამ მხრივ მთელ მსოფლიოში განთქმულნი არიან. ყველასთვის კარგად არის ცნობილი იაპონური სახის ვარჯიშები, კანის მასაჟები, ანტიასაკობრივი ნიღბები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უძლიერესი და ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებები, ბევრი იაპონელი უპირატესობას მრავალჯერ გამოცდილ საშინაო რეცეპტებს ანიჭებეს.
ბოლო ათწლეულებია უძველესს რეცეპტებს დაამატეს სხვადასხვა ხრიკები. ერთ-ერთი ასეთი ხრიკია ცელოფნის სხავევი. ამ მეთოდის იდეა არის ის, რომ ცელოფნით დაფარული კანი იწყებს ოფლის გამოყოფას, დატენიანებას და ადვილად იხსნება ფორები.
თუ სახის კანზე ფორები გახსნილია, ამ პროცედურის შემდეგ კი ფორები გახსნილია, ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება ღრმად აღწევს კანში, რაც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.
ფაქტიურად ხდება სახის შეფუთვა. შეფუთვის მეთოდი კი აძლიერებს გამაახალგაზრდავებელი ნიღბების დადებით შედეგებს.
გამოყენების წესები:
- აიღეთ თქვენის სახის, ყელისა და მკერდის ზონებზე შემოსახვევად საჭირო რაოდენობის სტრეჩი.
- ამოჭერით ცხვირის, თვალებისა და პირის ადგილები.
- ლოსიონით კარგად გაიწმინდეთ სახის კანი ან დაიბანეთ საპნით.
- სტრეჩი მჭიდროდ შემოიხვიეთ სახეზე და დაიტოვეთ 15 წუთი.
- მოამზადეთ კიდევ ერთი ასეთი სტრეჩი ნიღაბისთვის. ამოჭერით ცხვირის, პირისა და თვალების ადგილები.
- ამოირჩიეთ ნებისმიერი გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტი და მოამზადეთ. შეგიძლიათ მზა, შეძენილი ნიღაბიც გამოიყენოთ. სასურველია ნიღაბი არ იყოს თხელი კონსისტენციის. ნიღაბი დაიტანეთ მომზადებულ ცელოფანზე სქელ ფენად.
- მოიხსეენით შემოხვეული პარკი, სახე კარგად გაიმშრალეთ ხელსახოცით.
- დაიდეთ ახალი სტრეჩი სახეზე, რომელზედაც გამაალხაგაზრდავებელი ნიღაბი გაქვთ გამზადებული.
- სტრეჩი მჭიდროდ დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.
- მოიხსენით და დაიბანეთ ცივი წყლით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დამერწმუნეთ შედეგი გაგაოცებთ.