როგორ ავირიდოთ სითხის შეკავება, რათა სახისა და კიდურების შეშუპებამ არ შეგვაწუხოს

ყველა პატივმოყვარე ქალბატონი ზრუნავს თავის გარეგნობაზე, თმაზე, სახის კანზე, იღებს სასარგებლო საკვებს და აკონტროლბს წონას. მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, გარეგნობას ხიბლსა და მიმზიდველობას უკარგავს შეშუპება და ჩამოსიებული ქუთუთოები.

ეს უსიამოვნო პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებისგან: უძილობა, ძილის წინ დიდი რაოდენობით სითხის მიღება, საკვებსა და სასმელებზე ალერგია, ალკოჰოლური სასმელები, სიცხე. როგორც ირკვევა ამ პრობლემის გამკლავება შეგვიძლია მარტივი და ნატურალური საშუალების დახმარებით, რომელიც გაჯერებულია ბუნებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი იგრედიენტებით.

ნარჩენების საწინააღმდეგო სასმელი

საჭირო იგრედიენტები:

  • ოხრახუში 1 კონა
  • სტაფილო 1 ცალი
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • ლიმონის მეოთხედი
  • სელის თესლი 1 ს. კ.
  • წყალი 100-150 მლ

მომზადების წესები:

  1. გამოწურეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი და ჩაასხით ბლენდერის ფინჯანში.
  2. შემდეგ დაამატეთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ოხრახუში, სელის თესლი და წყალი.
  3. მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. მომზადებული ნარევი გადაწურეთ და ჭიქაში გადაასხით.

რეკომენდებულია სასმელი მიიღოთ მომზადებისთანავე. უმჯობესია შაქარი არ დაამატოთ, რადგან საშუალება კარგავს ეფექტურობას. სასმელი მიიღეთ დღეში ერთხელ.

მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიიღებთ. ნარევი ხსნის შეშუპებას, განაყრებთ, მთელი დღის მანძილზე სავსე ხართ ენერგიით და განწყობაც იდეალური გაქვთ.

სასმელის მიღებასთან ერთად, მიიღეთ ჯანსაღი საკვები და გააქტიურდით ფიზიკურად. მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ რა გამოიწვია ეს პრობლემები.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.