შემოგთავაზებთ უგემრიელსეი, ნაზი, სველი და საოცრად არომატული კექსის რეცეპტს. მინიმალური ინგრედიენტები, მცირე ძალისხმევა და დესერტიც მზად არის. ნიგვზიანი კექსი იდეალურია ჩაის ოჯახური წვეულებისთვის.
კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 300 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 150 გრ
- შაქარი 180 გრ
- ნიგოზი 50 გრ
- ვანილი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- დარიჩინი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
- ნიგოზი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხალეთ.
- გამდნარ კარაქს შეურიეთ შაქარი და ვანილი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და 2-3 წუთის განმავლობაში თქვეფთ მიქსერით. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მზა ცომს შეურიეთ ნიგოზი.
- კექსის ფორმას წაუსვით კარაქი და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი. კექსი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. თუ გსურთ, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ან მოსახით შოკოლადის მინანქარი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!