ნაადრევი სიბერე თავიდან რომ აირიდოთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ ჰორმონებს

10 ჰორმონიდან, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი, 6 განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს ქალბატონების გარეგნობაზე.

ეს ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან კანის სიმკვრივეზე, რომელიც დაბერების ერთ-ერთი პირველი და შესამჩნევი ნიშანია.

თუ ორგნიზმში რაღაც მიზეზის გამო ირღვევა ჰორმონალური ფონი, დაბერების პროცესი შეიძლება ნაადრევად დაიწყოს. საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომელიც აღმოფხვრის დისბალანსს და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ახალგაზრდობის სადარაჯოზე მდგომი 6 ჰორმონის შესახებ.

1. დეჰიდროეპიანდროსტერონი

დეჰიდროეპიანდროსტერონი-ჰორმონი, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და ანტიასაკობრივი ეფექტი. ამ ჰორმონს ორგანიზმი 30 წლამდე საჭირო რაოდენობით გამოიმუშავებს, ხოლო შემდეგ იწყება კუნთების ტონუსის დაცემა, სისხლძარღვები ხდება მყიფე, კანი კარგავს სიმკვრივეს.

როგორ ავამაღლოთ ამ ჰორმონის დონე:

  1. დაამატეთ საკვებ რაციონს  სასარგებლო ცხიმები. მათი წყალობით ორგანიზმი გამოიმუშავებს დეჰიდროეპიანდროსტერონს.
  2. ნიგოზი, მზესუმზირა, თევზი, ავოკადო შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს.
  3. საუზმეზე მიირთვით ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც აგიმაღლებთ განწყობას და ასტაბილურებს ნერვულ სისტემას.

2. ინსულინი

ინსულინი ზრდის სისხლში შაქრის დონეს და როდესაც ის კონტროლს კარგავს, კანზე ჩნდება ნაადრევი დაბერების ნიშნები. შაქრის მაღალი დონე იწვევს ნაოჭების გაჩენას, რადგან ამ დროს ირღვევა კოლაგენი და ელასტინი.

როგორ გავაკონტროლოთ ინსულინის დონე:

  1. პირველ რიგში მიმართეთ ექიმს და გაიკეთეთ სისხლის ანალიზი, რათა განსაზღვროთ შაქრის დონე.
  2. გამოიყენეთ მალამოები, შრატები, რომლებიც აღადგენს კოლაგენს და მათ შემადგენლობაში შედის C და E ვიტამინები. ეს საშუალებები მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები.
  3. ყოველ დღე, ზამთარშიდაც კი  გამოიყენეთ მზის დამცავი მალამო. მზის სხივები არღვევს ელასტინის ბოჭკოებს და კანს დიდ დახმარებას უწევს დაბერებაში.

3. კორტიზოლი

სტრესის ჰორმონის კორტიზოლის მაღალი დონე იწვევს ნაადრევ დაბერებას. კანის ტიპის მიხედვით, კორტიზოლის ნეგატიური ეფექტი სხვადასხვაგვარად ვლინდება. ამ ჰორმონის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე, აქერცვლა, ღრმა ნაოჭები, გამონაყარი, მომატებული ცხიმიანობა და აკნე. ეს ჰორმონი ანადგურებს კოლაგენის ბოჭკოებს, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას.

როგორ შევამციროთ კორტიზოლის მაღალი დონე:

  1. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. მცირე გაუწყლოებაც კი ზრდის კორტიზოლის დონეს.
  2. არსებობს ბიოდანამატები, რომლებიც ამცირებენ შფოთვას და ამასთან ერთად კორტიზოლის დონეს.
  3. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მუსიკალური თერაპია ამცირებს სტრესს, ამიტომ მოუსმინეთ წყნარ მელოდიებს.

4. მელატონინი

მელატონინის წყალობით იღებს ორგანიზმი შეტყობინებას, რომ დასვენების დროა. აღდგენის პროცესები მიმდინარეობს ძილში და თუ ძილი დარღვეულია, მაშინ ორგანიზმი იწყებს ნაადრევ დაბერებას. მელატონინის უკმარისობა იწვევს ნაოჭების გაჩენას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

როგორ ავიმაღლოთ მელატონინის დონე:

  1. მირთვით მელატონინით გაჯერებული ბუნებრივი პროდუქტები: ბანანი, პამიდორი, ბრინჯი და სიმინდი.
  2. შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება, მოწევა, რადგან ეს მავნე ჩვევები აფერხებს მელატონინის წარმოქმნას.

5. სომატოტროპინი

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმი განიცდის ჰორმონის სომატოტროპინის დეფიციტს, რომელიც ამცირებს კუნთოვან მასას, სამაგიეროდ ჩნდება ნაოჭები, ცხიმოვანი მასა, გუნება-განწყობა უარესდება და ამტანობა მცირდება.

ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ჰორმონის დონე აიმაღლოს ინექციების საშუალებით, მაგრამ ამ მეთოდს აქვს უკუჩვენებაც, როგორიცაა, შეშუპება, თავის ტკივილები, ძვლებისა და შინაგანი ორგანოების უკონტროლო ზრდა.

როგორ გავზარდოთ სომატოტროპინის დონე:

  1. ამ ჰორმონის დეფიციტის შესავსებად აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, ფეხით სიარული.
  2. საუნაში რეგულარული ვიზიტი ან კონტრასტული შხაპის პერიოდულად მიღება დაგეხმარებათ ამ ჰორმონის გამომუშავების პროცესის სტიმულირებაში.

6. ესტროგენი

ჰორმონი ესტროგენი გამოიმუშავებს კოლაგენს და ელასტინს. ესტროგენის დეფიციტი იწვევს ნაოჭების გაჩენას, სახის ოვალი კარგავს ფორმას.

როგორ გავზაროთ ესტროგენის დონე:

  1. ესტროგენის დონის ასამაღლებლად აუცილებელია სწორი კვება. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, სელის თესლი. ხორცპროდუქტები თრგუნავს ესტროგენის წარმოებას, ამიტომ სასურველია თუ შეამცირებთ ცხოველური ცხიმების მიღებას.
  2. შეგიძლიათ გამოიყენეთ ფიტოესტროგენის მალამოები. მგალითად, ძირტკბილას ფესვი შეიცავს ანტიოქსიდანტს ლიკვირიტინს, რომელსაც შეუძლია კოლაგენის გამომუშავება. ამ იგრედიენტით გაჯერებული შრატები და მალამოები აფერხებენ დაბერების პროცესს.

გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია, რათა შეძლოთ ნაადრევი სიბერის თავიდან არიდება და ძლიერი ჯანმრთელობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება.