
სანამ შემოგთავაზებდეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალებების რეცეპტს ორიოდე სიტყვით შევეხოთ გასტრიტს, რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. გასტრიტი იმავე ბაქტერიის ინფექციის შედეგია, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს. კუჭის ამ დაავადების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები. მაგალითად, როგორიცაა, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დიდი რაოდენობით მიღება, ალკოჰოლი, არასწორი კვება.
ნუ მიაყურადებთ, კონსუტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დროებითი გაღიზიანება გადაგეზარდოთ ქრონიკულ დაავადებად და მოჰყვეს მთელი რიგი სხვა გართულებები.
ბრინჯის წყალი
მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გასტრიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის იყენებს ბრინჯის ნახარშს. ნახარშის მოსამზადებლად 400 მლ ადუღებულ წყალს დაამატეთ 1 ჩ. ჭ. ბრინჯი და ადუღეთ დაახლოებით 8 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ნახარში გადაწურეთ და სასმელი მიღეთ დღეში 2-ჯერ.
სელი
ადამინები ხშირად იყენებენ სელის თესლს მჟავე რეფლუქსის მოსაშორებლად და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემათა სამკურნალოდ. სელის თესლის სამკურნალო საშუალება უმარტივესი მოსამზადებელია. 1 ჩ. ჭ. წყალს დაამატეთ 1 ს. კ. სელის თესლი, გააჩერეთ 12 საათი ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ მიირთვით.
სტაფილო
დაამატეთ კვების რაციონს სტაფილო. ეს გემრიელი ბოსტნეული უძლიერესი ანთების საწინაარმდეგო და შარდმდენი საშუალებაა, რომელიც მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დაამატეთ თქვენს საყვარელ სალათს ან სხვა კერძებს სატაფილო და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
კომბოსტოს წვენი
ყოველ დილით მშიერ კუჭზე მიიღეთ მიიღეთ 100 მლ ნედლი კომბოსტოს წვენი. ეს საოცარი სასმელი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით გასტრიტით გამოწვეულ დისკომფორტს. კომბოსტო გაჯერებულია გლუტამინით, რომელიც დაგეხმარებათ კუჭის ლორწოვანი გარსის განკურნებაში.
იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა მიღებასაც უნდა მოერიდოთ გასტრიტის დროს:
- ხორცი, რძის პრიდუქტები და კვერცხი;
- სწრაფი კვების პროდუქტები;
- თეთრი ფქვილისგან მომზადებული პროდუქტები;
- ცხოველური ცხიმები, რაფინირებული ზეთი და მარგანინი;
- ალკოჰოლი, სიგარეტი და კოფეინი;
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.