სწორედ ამ რეცეპტით ამარინადებს დედა წიწაკას უკვე წლებია. მსგავსი გემრიელობა არასდროს გამისინჯავას

მოცემული რეცეპტის მიხედვით, ბულგარული წიწაკის საოცრად გემრიელი და არომატული მარინადის მომზადებას შეძლებთ.

დაგჭირდებათ 5 კგ წითელი ბულგარული წიწაკა. აარჩიეთ თქვენთვის სასურველი ზომის ხორციანი ბულგარული წიწაკები,   გარეცხეთ, გაჭერით სიგრძეზე და თესლისგან გაასუფთავეთ.

ქილები და ხუფები გაასტერილეთ.

მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 

  • წყალი 1 ლ
  • შაქარი 300 გრ
  • მარილი 130 გრ
  • ზეთი 350 მლ
  • ძმრის ესენცია 2 ს. კ.
  • ნიორი და ოხრახუში გემოვნებით

ამზადებთ მარინადს:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე, დაახურეთ ხუფი და აადუღეთ.
  2. ბულგარული წიწაკა ნაწილ- ნაწილ ჩაყარეთ მდუღარე მარინადში, ადუღეთ 2 წუთი, ამოიღეთ და ჩააწყვეთ ქილებში. ქილები კარგად გაავსეთ და დაახურეთ ხუფები.
  3. შემდეგ მარინადში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ნიორი. ადუღეთ 1 წუთი. მდუღარე მარინადით გაავსეთ ქილები  და მოხუფეთ. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილებამდე შეფუთეთ.
  4. ახლა უკვე შეგიძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს მოამზადოთ ბულგარული წიწაკის უგემრიელესი მარინადი და გაანებივროთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

გემრიელად მიირთვით!