როგორ გავისწოროთ ხვეული თმა და დავიფიქსიროთ შედეგი დიდი ხნით

თმის ლამინირება გამაჯანსაღებელი პროცედურაა, რომლის დროსაც თმა იფარება ჰაერგაუმტარი გარსით. ლამინირება  აღადგენს თმის დაზიანებულ სტრუქტურას, უნარჩუნებს ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, ჰმატებს თმას მბზინვარებას. სალონურ პირობებში ჩატარებული თმის გამაჯანსაღებელი პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ ნუ მოიწყენთ, რადგან საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ ლამინირების ჩატარება.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული საშინაო ლამინირების რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • ქოქოსისი რძე 100 ლ
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • კარტოფილის სახამებელი 1,5 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სახამებელი და ლიმონის წვენი კარგად აურიეთ და ნარევი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ ქოქოსის რძე და ზეითუნის ზეთი, გააცხელეთ, მაგრამ ნარევი არ აადუღოთ.
  2. მომზადებული მასა დაიტანეთ დატენიანებულ, სუფთა თმაზე და მთელ სიგრძეზე შეიზილეთ. დაიხურეთ პოლიეთილენის ცელოფანი და სითბოს შესანარჩუნებლად შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ საშუალება 45 წუთი, შემდეგ კი თმა დაიბნეთ შამპუნით, რომელიც არ შეიცავს სულფატს.

პირველივე პროცედურის შემდეგ შედეგი გაგაოცებთ. თქვენი თმა გახდება დამყოლი და აბრეშუმივით მბზინვარე.

ნუ დაიზარებთ, სცადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენი თმის სილამაზეზე.