არ დაგეზაროთ, მოამზადეთ მანდარინის პეროგი. ის ჩემთვის თვით სინაზესთან ასოცირდება

შემოგთავაზებთ მანდარინის პეროგის რეცეპტს. რბილი, ტენიანი, წვნიანი, მანდარინის მდიდარი გემოთი და არომატით გაჯერებული პეროგი საოცრად გემრიელია.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 170 გრ მანანი
  • 100 გრ ფქვილი
  • 50 გრ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  •  3 ცალი კვერცხი
  • მანდარინი
  • 1 შეფუთვა ვანილის შაქარი
  • 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი

სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი მანდარინის წვენი
  • 150 გრ შაქარი
  • 100 მლ წყალი

დესერტი გამოდის საკმაოდ მკვრივი, მძიმე, რაც დამახასიათებელია ბურღულზე დაფუძნებული ნებისმიერი ცომეულისთვის.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ მანდარინის სიროფს. 3 ცალი მანდარინი გაფცქვენით და ქერქი დაჭერით. 1 ცალი მანდარინიდან გამოწურეთ წვენი.
  2. ტაფაზე დაყარეთ 150 გრ შაქარი, დაამატეთ 100 მლ წყალი, აურიეთ და აადუღეთ. შაქარი კარგად უნდა გაადნოთ. შემდეგ ჩაყარეთ მანდარინის ქერქი და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი. თავსახური არ დაახუროთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, სიროფი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

ამზადებთ ცომს:

  1. ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1-2 ცალი მანდარინის ცედრა, ქერქი გახეხეთ წვრილ სახეხზე და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
  2. 3 ცალი მანდარინი გაფცქვენით და მსუბუქად დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ მანანი და 5 წუთი გაჩერეთ.
  3. კვერცხი, შაქარი და ვანილი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ გამდნარი და თბილი კარაქი, მანდარინის ცედრა და აურიეთ.
  4. ფქვილი გამაფხვირებელთან ერთად ნელ-ნელა შეაზილეთ კვერცხიან მასას. ცომის მოსამზადებლად იყენებთ კოვზს ან ნიჩაბს.
  5. დაახლოებით, 20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. სიროფიდან ამოიღეთ მანდარინის ქერქი და ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ცომი ნაზად გადაიტანეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-60 წუთი.
  6. თბილ-თბილი პეროგი დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით ან ბამბუკის შამფურით. შემდეგ სიროფით კარგად დანამეთ და გააჩერეთ მთელი ღამე.
  7. პეროგი შეგიძლიათ მორთოთ მანდარინით ან მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი.

მანდარინის ბაზაზე მომზადებული დესერტი გამოდის ძალიან გემრიელი, სველი და ციტრუსის არომატით გაჯერებული. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!