როგორ შევიმციროთ აკნე, ლაქები და ნაოჭები მხოლოდ თაფლის დახმარებით

თაფლი ქარვისფერი საოცრებაა, რომელიც მრავალი დაავადების  მკურნალად გვევლინება. სტატიაში ვისუბრებთ იმ უპირატესობათა შესახებ, რომელსაც მიიღებთ თაფლის გარეგანი გამოყენების შედეგად.

სამყაროს ულამაზეს ქალთა შორის ულამაზესი იყო კლეოპატრა, რომელიც მშვენიერი კანის შესანარჩუნებლად ხშირად იღებდა თაფლის აბაზანას.

თაფლი უამრავი ვიტამინითა და სასარგებლო თვისებით არის გაჯერებული, რაც კანზე გასაოცარ ეფექტს ახდენს.

1. ატენიანებს კანს

თაფლი მშრალი კანისთვის საუკეთსეო საშუალებაა. გლუკოზის წყალობით მას აქვს დამარბილებელი ეფექტი, ხელს უწყობს ქსოვილების ტენიანობის შენარჩუნებას.

2. ამცირებს აკნეს

თაფლი ამცირებს გამონაყარს, წმენდს კანსა და ფორებს, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს. ფორების გასაწმენდად 10 წუთის განმავლობაში დაიორთქლეთ სახე და შემდეგ წაისვით თაფლის ნიღაბი.

3. აფერხებს კანის ინფექციებს

თუ თქვენ კანი დაიზიანეთ, გაიწმინდეთ დაზიანებული ადგლი და წაისვით თაფლი. ეს მეთოდი ეფექტურია ქსოვილის აღსადგენად.

4. ამცირებს პიგმენტურ ლაქებს

თაფლი-ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. თაფლის წყალობით გაითანაბრებთ სახის კანის ფერს. გაიკეთეთ თაფლის, დარიჩინისა და ლიმონის წვენის ნიღაბი. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, დაიყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. აფერხებს ანთებით პროცესს

თუ თქვენ გამონაყარი გაქვთ ან კანის რაიმე სხვა ანთება გამოიყენეთ თაფლი. ის დაგეხმარებათ ზედმეტი სითხის გამოდევნაში და შეგიმცირებთ შეშუპებას.

6. უძლიერესი ანტიოქსიდანტი

თაფლის გამოყენებით კანს დაიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან და ჟანგვითი პროცესი აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.

7. წმენდს კანს

თაფლი მსუბუქად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, რამაც შეიძლება ფორები გაჭედოს და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. პილინგის ეფექტისათვის თაფლს დაამატეთ სოდა.

8. გაგათავისუფლებთ ნაწიბურებისგან

წაისვით თაფლი დაზიანებულ ადგილზე. მატონიზირებელი თვისებების წყალობით თაფლი ათანაბერებს კანის ფერს და არ ტოვებს მუწუკებისა და ნაწიბურების კვალს.

9. ამცირებს ნაოჭებს

თაფლი ხელს უწყობს უჯრედის განახლებას, აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას და ამცირებს ნაოჭებს.

10. ამკვრივებს კანს

თაფლი ეხმარება კანს ტონუსის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს გამკვრივებას. ასაკმა, წონის დაკარგვამ, ფეხმძიმობამ  შეიძლება გამოიწვიოს კანის მოშვება. გამოიყენეთ თაფლი და გაიმკვრივეთ კანი.

გამოიყენეთ ბუნების ეს საოცრება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.