სოდა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება საშინაო საქმეების მოსაგვარებლად. სოდა უფაფუკესი ცომის მოსამზადებლად ერთ-ერთი ძირითადი იგრედიენტია. სოდა სისუფთავის სადარაჯოზე დგას. თამამად გამოიყენეთ ეს უმარტივესი პროდუქტი, რადგან ის თქვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, არ იწვევს ალერგიას, არ ტოვებს სუნს, ამავე დროს იაფია და მისი შეძენა ყველას შეუძლია.
სტატიაში შემოგთავაზებთ სოდის გამოყენების რამდენიმე ხერხეს, რომელთა საშუალებით მარტივად გადაწყვეტთ უსიამოვნო პრობლემებს.
1. სოდა ავეჯის საწმენდი საშუალებაა.
გახსენით თბილ წყალში სოდა და მიღებული ნარევით დაამუშავეთ დაბინძურებეული რბილი ავეჯი, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს. დააყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ ავეჯი გასაწმენდად მტვერსასრუტი გამოიყენეთ.
2. ჩაიდანი
თქვენი ჩაიდანი აქტიურ მოხმარებაშია. სამზარეულოს ჭურჭლიდან ყველაზე ხშირად ჩაიდანი ბინძურდება, რადგან ადუღების შემდეგ მის კედლებზე მარილის ნარჩენები რჩება, ე. ი. ამის მთავარი მიზეზი წყლის ხარისხზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად ხშირად ვრეცხავთ ჩაიდანს გამოყენების შემდეგ. ჩაიდანის რეცხვის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა საკვები სოდა. ჩაიდანი გაავსეთ წყლით, დაამატეთ 1 ს. კ. სოდა, აადუღეთ და დაბალ ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 30 წუთი.
3. ცხიმიანი ტაფა
ცხიმიანი ტაფის მარტივად გასარეცხად ჭურჭლის სარეცხი საშუალება და სოდა ერთმანეთში აურიეთ და მოაგვარეთ პრობლემა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
4. ვერცხლის წმენდა
თქვენი ვერცხლის სამკაულებისთვის მბზინვარების დასაბრუნებლად აიღეთ ქვაბი, ძირზე ჩააფინეთ ფოლგა, ჩააყარეთ 60 გრ სოდა, დაასხით 1 ლ ცხელი წყალი, ჩააწყვით სამკაულები, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. 3-4 წუთის შემდეგ შეამჩნევთ როგორ დაიწყებს ნივთები გაღიავებას. გაწმინდეთ ვერცხლის ნივთები სოდით და დაუბრუნეთ მათ პირვანდელი ბრწყინვალება.
5. ფეხსაცმელი
ფეხსაცმელები და უსიამოვნო სუნი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა
გამოიყენეთ სოდა და თავი დააღწიეთ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს. ფეხსაცმელში ჩაყარეთ ცოტა სოდა და დააყოვნეთ 1 საათით. აღარ შეგაწუხებთ ოფლი და მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი.
6. მაცივარი
თქვენს მაცივარში უსიამოვნო სუნი ტრიალებს? არ ინერვიულოთ, ამ პრობლემას თავს სოდის საშუალებით დააღწევთ. გაწმინდეთ მაცივრის კედლები და თაროები საოცარი პროდუქტით და დატოვეთ ცოტა ხნით.
სამზარეულოს ზედაპირდან პრაქტიკულად ნებისმიერი ლაქა შეგიძლიათ მოაშოროთ საკვები სოდის საშუალებით. სოდას დაამატეთ ცოტა წყალი და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაწმინდეთ სამზარეულოს ზედაპირი, ნიჟარები, მიკროტალღური ღუმელები, ღუმელები, სამზარეულოს ტექნიკა.
7. ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები და ტილოები
სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს, ტილოებს აქტიურად ვიყენებთ, ამიტომ ისინი ძალიან მალე ბინძურდება, იღებს უსიამოვნო სუნს და გამოსაყენებლად უვარგისი ხდება. ზემოთ ხსენებული ნივთები ჩაალბეთ სოდით გაჯერებულ თბილ წყალში და დააყოვნეთ, მაგრამ სასურველია ამ ნივთებს თუ მალ-მალე შეცვალით ხოლმე.
8. ოთხფეხა მეგობრები
თქვენი ოთხფეხა მეგობრების მოსასვენებელს მოაყარეთ სოდა, დააყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ მტვერსასრუტით გაასუფთავეთ.
9. სანაგვე ურნა
თქვენს ნაგვის ვედროს უსიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ არ ინერვიულოთ, სოდა ბუნებრივი მშთანთქმელია. ეს ჯადოსნური პროდუქტი ჩაყარეთ ნაგვის ვედროში და ის ეფექტურად გაუმკლავდება უსიამოვნო სუნს.
გამოიყენეთ სოდა და იზრუნეთ თქვენი სახლის სისუფთავეზე.