გულმა შეუფერხებლად რომ იმუშავოს, მიირთვით სელის თესლი რეგულარულად

სელის თესლი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს პატარა მარცვლები უამრავი სასარგებლო თვისებით არის გაჯერებული. სელი აფერხებს და კურნავს სხვადასხვა სახის დაავადებებს: ყაბზობიდან დაწყებული გულის პრობლემებით დამთავრებული.

სელის თესლი განსაკუთრებით სასარგებლოა დიეტაზე მყოფ ადამიანთათვის, რადგან ის მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცხიმებითა და ცელულოზით, ხოლო ნახშირწყლებს შეიცავს მცირე რაოდენობით.

რა სარგებლობა მოაქვს სელის თესლს

სელის თესლი მდიდარია სასარგებლო ნითიერებებით, ცხიმოვანი მჟავებით, ცელულოზით, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, E ვიტამინს, იოდს, კალციუმს, თუთიას, სპილენძს, ნიკელს, მარგანეცს, კობალტს, მოლიბდენს, ქრომს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ამ საოცარი მარცვლეულის სამკურნალო ეფექტს.

ცელულოზა

ცელულოზის ხსნადი და უხსნადი ბოჭკოები აკონტროლებენ ქოლოსტერინის დონეს.

ცხიმოვანი მჟავები

სელის თესლი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ყველაზე მდიდარი წყაროა. ეს კავშირები უჯრედის მემბრანის სასიცოცხლო კომპონენტებია, რომლებიც ამუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აფერხებს ტრომბების, გულის შეტევისა და ინსულტის ჩამოყალიბებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

ლიგნანები

პოლიფენოლები, რომლებიც უძლიერესი ანტიოქსიდიანტებია. ამ ნაერთების უმდიდრესი წყარო სელის თესლის ქერქია. ლიგნანებისა და ფიტოესტროგენების კომბინაცია აქტიურად ებრძვის მკერდის კიბოს.

საუკეთესო სამკურნალო და პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად სელის თესლი დაფქვით ყავის საფქვავში. ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ 1 ჩ. კ. დაფქვილი სელი და მიაყოლეთ დიდი რაოდენობით სითხე. მკურნალობა შეგიძლიათ გააგრძელოთ სასურველი შედეგის მიღებამდე და ამიტომ  ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.

როგორც ყველა ძლიერმოქმედ საშუალებას სელის თესლსაც აქვს უკუჩვენებები. სელის თესლის გამოყენება არ შეიძლება დიარეას, საყლაპავის ობსტრუქციის, ნაღვლის ბუშტში კენჭების, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს დაავადებების, ფეხმძიმობის, დიაბეტის დროს. გირჩევთ, სელის თესლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

მკურნალობის შედეგს შეამჩნევთ უკვე სელის თესლის გამოყენების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. გაგიქრებათ კანის პრობლემები, გაგიუმჯობესდებათ თმის მდგომარეობა, მოგიწესრიგდებათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება, შეგიმცირდებათ ალერგიული რეაქციები.

სელი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას და   სიცოცხლის გამხანგრძლივებელია. მისი დადებითი თვისებების გავლენა სხეულზე შეუდარებელია. თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ, სელი გაგიუმჯობესებთ განწყობას. მისი საშუალებით დაკარგავთ ზედმეტ კილოგრამებს, გალამზდებით.

დაამატეთ ყოველდღიურ რაციონს სელის თესლი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.