ამ 12 ხრიკის დახმარებით წონას უფრო მალე დაიკლებთ

0
2124

ხშირად შიმშილის გრძნობის მაგივრად კომფორტის გრძნობის გასაზრდელად ვჭამთ საჭმელს. ასევე ჩვენი კვების რაციონზე სტრესი, კლიმატი და დღის პერიოდიც კი ახდენს გავლენას. ცნობილი ფსიქოლოგის თქმით, ეს 12 რჩევა ყველაზე სწრაფად დაგაკლებინებთ ზედმეტ კილოგრამებს აღნიშნული პრობლემის გამო:

ნუ შეგეშინდებათ დამარცხების

ხშირად დიეტაზე ერთი კვირის განმავლობაში ყოფნის შემდეგ შესაძლოა ღამით სურვილს ვერ გაუძლოთ და არაჯანსაღი საჭმელი მიირთვათ. თუმცა, ასეთ დროს მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ეს მცირე მარცხნი მშვიდად გადალახოთ. ამით ზედმეტი სტრესის გამო კიდევ დამატებით არაჯანსაღი საჭმლის ჭამას აირიდებთ თავიდან და უფრო მარტივად დაუბრუნდებით დიეტას.

დაიცავით ორის წესი

ყოველთვის ეცადეთ, რომ თქვენს თეფშზე იყოს ორი სახის საჭმელი. ეს უფრო მეტად დაგაფიქრებთ მენიუს სიჯანსაღეზე.

თავი შეიკავეთ საჭმლის დამატებისგან

შეცვალეთ თქვენი სასადილო ლოკაცია, აიღეთ თეფში და გადით მისაღებ ოთახში, ბალკონზე, ანნ თუნდაც ტერასაზე ან ბაღში. ამის დახმარებით ჭამის დასრულების შემდეგ მეორე ულუფის დამატებისგან დაიცავთ თავს, რადგან სამზარეულოში გასვლამდე შიმშილის გრძნობა სავარაუდოდ გადაგივლით.

დატოვეთ თქვენი დანაშაულის სამხილი

თუკი ზედმეტ საკვებს მიირთმევთ, მაშინ ამის კვალი არ უნდა დამალოთ და ამ საქციელის სამხილების წყალობით უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ უკვე მიირთვით საკმარისად.

სწორად შეარჩიეთ თეფში

ხშირად ვჭამთ იქამდე, სანამ თეფშს არ დავაცარიელებთ და არა იქამდე, სანამ არ გავძღებით. სწორედ ამიტომ სჯობს ჭამოთ პატარა თეფშებით.

კომპანია

მარტო ყოფნისას 30 პროცენტით უფრო ნაკლებს ვჭამთ ვიდრე სხვებთან ერთად სადილობისას. ამიტომ სჯობს ხშირად განცალკევებით ივახშმოთ.

მიყევით საყიდლების სიას

შეადგინეთ მთელი კვირისთვის საჭირო მხოლოდ აუცილებელი პროდუქტების სია და მაღაზიაში ყოველი წასვლისას შეავსეთ მხოლოდ ამ სიაში მყოფი პროდუქტების დანაკლისი.

უთხარით უარი ტკბილეულს

აიღეთ თქვენი ტკბილეული და გადამალეთ სახლის ყველაზე შორ კუთხეში. მათ ყიდვაზე უარის თქმა ძნელია, თუმცა სახლში მათ საჭმელად ადგომისას თავის გაკონტროლება უფრო გაგიადვილდებათ.

დაღეჭეთ ყველაფერი სრულყოფილად

ყველა ლუკმის ოცდათორმეტჯერ დაღეჭვა უკეთ ააქტიურებს ჩვენი გემოს რეცეპტორებს, რაც ამცირებს მადას და უფრო მალე აქრობს შიმშილის შეგრძნებას.

ნუ გამოტოვებთ დილის კალორიებს

გამხდარი ქალების 96 პროცენტის განცხადებით ისინი დილის საუზმეს არ ტოვებენ. ამიტომ საჭიროა დილას მიიღოთ საჭირო ენერგია და კალორიები საუზმით, რათა მთელი დღის განმავლობაში ზედმეტად ბევრის ჭამა არ მოგიწიოთ ძალების აღსადგენად.

მიირთვით საჭმელი პორციებით

კვლევების მიხედვით საჭმლის დახლებთან ზურგით მჯდარი ადამიანიები უფრო ადვილად იკლებენ წონაში. დანერგეთ ეს ტრადიცია სახლშიც და სამზარეულოდან გაიტანეთ საჭმელი მხოლოდ თეფში, ხოლო საჭმლის ქვაბი ან ტაფა დატოვეთ სამზარეულოში. ეს ზედმეტი პორციის გადაღების სურვილისგან დაგიცავთ.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სტაბილურობა

ნუ იჩქარებთ ყველა ხრიკის ერთდროულად გამოყენებას. დანერგეთ კვირაში ერთი ახალი ხრიკი თქვენს ცხოვრებაში და სისტემატიურად გააუმჯობესეთ თქვენი ყოველდღიურობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here