დაძინებამდე 3-4 საათი არაფერი მიირთვათ-ეს საშინელი ფრაზები განაჩენივით ჟღერს, რმელიც სწორი კვების რეჟიმის ოქროს წესია.
ყველა ადამიანისთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება, კარგად არის ცნობილი მოძალებული შიმშილის გრძნობა, რომლითაც უნდა დაიძინო ყოველ ღამით და ვერ კმაყოფილდები წყლით ან უცხიმო კეფირით. საბედნიეროდ, როგორც ირკვევა არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც თამამად შეგიძლიათ საღამოს 7-8 საათის შემდეგ და ღამითაც.
იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა ღამით მირთმევა დიეტოლოგებისგანაც ნებადართულია:
ბოსტნეულის ხიზილალა
შეარჩიეთ გემოვნების მიხედვით-ბადრიჯნის, ყაბაყის ან ნებისმიერი სხვა ბოსტნეულის ნაკრები და გემრიელად მიირთვით.
სოკოები
მოხარშული სოკო დაბალკალრიული ცილოვანი პროდუქტია. უცხიმოდ და ყოველგვარი სანელებელის გარეშე მიღებული სოკო თქვენს ფიგურას ზიანს ვერ მიაყენებს და შიშილის გრძნობასაც დაგიკმაყოფილებთ.
თევზი
შეგიძლიათ მიირთვათ თევზის დიეტური თეთრი ხორცი, რომელიც ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული.
სიმინდი
მოხარშული სიმინდი ეფექტურად წმენდს ორგანიზმს ქოლესტერინისგან და ხელს უშლის ცხიმოვანი დეპოზიტების წარმოქმნას.
კომბოსტო
კომბოსტო მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. ეს სასარგებლო ბოსტნეული კარგად განაყრებთ და აგრეთვე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას.
ჭარხალი
ჭარხალი შეუცვლელი პროდუქტია, რომელიც არეგულირებს ცხიმების მეტაბოლიზმს და ხელს უშლის ზედმეტი ცხიმების დაგროვებას. ჭარხალი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც მოხარშული, ასევე უმი.
თალგამი
თალგამი მიეკუთნება დაბალკალორიულ და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებულ პროდუქტა რიცხვს. იგი აძლიერებს იმუნიტეტს და აღავსეებს ორგანიზმს ენერგიით.
ვფიქრობთ, რომ სტატიაში მოცემული ინფორმაცია დაგაინტერესებთ, გაითვალისწინებთ შემოთავაზებულ რჩევებს და სასურველ წონას შიმშილის გარეშე შეინარჩუნებთ.