რატომ უნდამ ივირთვათ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი ყოველ დილას უზმოზე

1354

ყოველ დილით მშიერ კუჭზე მიიღეთ 1-2 ს. კ. ზიეთუნის ზეთში არეული ნახევარი ლიმონის წვენი და შედეგი აღგაფრთოვანებთ.

ბუნებრივი პროდუქტების უძლიერესი კომბინაცია ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამოყოფას, ასტიმულირებს ნაწლავის მოქმედებას, ეფექტურად შლის ცხიმებს, ასუთავებს ღვიძლის სადინარებს და გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს.

ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები

ზეითუნის ზეთი ღვიძლის გასაწმენდად ნომერ პირველ საშუალებად ითვლება. ეს ქარვისფერი საოცრება ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ასუფთავებს ისხლძარაღვების კედლებს ნარჩენებისგან და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

შეგიძლიათ ზეითუნის ზეთი ჩაანაცვლოთ მზესუმზირის (ტრომბოფლებიტის საწინააღმდეგო), სელის (შლის დაგროვებულ ცხიმებს ე. ი. დაგეხმარებათ წონის დაკლებაში), სიმინდის (ახალგაზრდობის შემნარჩუნებელი) ზეთით.

ლიმონის წვენის სასარგებლო თვისებები

საშუალების მეორე იგრედიენტი ლიმონია, რომელიც მართლაც, რომ ბუნების საოცრებაა. ლიმონის წვენი დადებითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, ფილტვებზე, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას, შლის საშარდე გზებში წარმოქნილ ქვიშასა და კენჭებს.

ლიმონის წვენი შეგვიძლიათ შევცვალოთ მოცვის წვენით, რომელიც სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ატონიზირებს ორგანიზმს და ჰმატებს ენერგიას, ან გრეიფრუტის წვენით, რომელიც ფლობს შარდმდენ ეფექტს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, აქვს წნევის დამწევი ეფექტი, ხელს უწყობს გულის მუშაობას და აძლიერებს სისხლძარღვებს.

ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია ნებისმერი მოწამვლის შემდეგ ეფექტურად წმენდს ორგანიზმს. განსაკუთრებით მაგიურად მოქმედებს ალკოჰოლურ

ინტოქსიკაციაზე, ხსნის დატვირთვას ღვიძლზე და მყისიერად აღადგენს ორგანიზმს.

თუ თქვენ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ, მაგალითად, როგორიცაა ყაბზობა ზეითუნის ზეთი და ლიმონი ამ პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ. მიიღეთ ყოველ დღე სასიცოცხლო მნიშვნელობის ელექსირი და თქვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა სრულყოფილად იმუშავებს.

ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ბიოაქტიური კომბინაციის გამოყენებიდან 1 კვირის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა. ზეთის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები  კანისთვის ნამდვილი საგანძურია.

ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შინაგანი, ასევვე გარეგანი მოხმარებისთვის.

ლიმონისა და ზეითუნის ზეთის ნარევის გამოყენება შეგიძლიათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ არ გაზარდოთ დოზა.

ღვიძლი სისხლის გადასამუშავებელი ორგანოა და თუ ღვიძლი სუფთაა მისგან გამომუშავებული სისხლიც სუფთა იქნება. გამოიყენეთ ეს საოცარი საშუალება, გაიწმინდეთ ორგანიზმი და შეუფერხებლად იმუშავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი, გული, გათავისუფლდებით სახსრების მტანჯველი ტკივილისგან და დიდ სარგებელს მოუტანთ თქვენს ორგანიზმს.