თმა უფრო გრძელი და ძლიერი რომ იყოს, გამოიყენეთ ნატურალური ნარევი

ლამაზი თმა ყველა ადამიანის ოცნებაა, განსაკუთრებით კი ქალბატონები იწონებენ თავს მბზინვარე, სქელი თმით, მაგრამ ცხოვრება დაუნდობელია, მუდმივი დაძაბულობა, სტრესები უარყოფითად მოქმედებს ჰორმონალურ დისბალანზე და ორგანიზმში იწვევს ნამდვილ ქაოსს.

თანამედროვე ცხოვრების ფერხულში ჩაბმული ქალბატონები ხშირად უჩივიან თმის ცვენას და ცდილობენ პრობლემა ძვირადღირებული საშუალებებით მოიგვარონ, მაგრამ სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ იღებენ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომელიც შეგიჩერებთ თმის ცვენას და გაგიუმჯობესებთ მის მდგომარეობას.

საჭირო იგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • დარიჩინი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. შეათბეთ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ დარიჩინი და თაფლი, კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მინის ქილაში გადააიტანეთ.
  2. მომზადებული საშუალება დაიტანეთ თავის კანზე და კარგად შეიზილეთ. დაიტოვეთ 15 წუთი, შემდეგ კი დამარბილებელი  შამპუნით დაიბანეთ.
  3. უმოკლეს დროში შედეგიც გექნებათ და მალე შეძლებთ ისიამოვნოთ მბზინვარე და ძლიერი თმებით.

მოამზადეთ სტატიაში შემოთავაზებული რეცეპტი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.