ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები ქალის სილამაზის სამკაულია.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენი ფრჩხილები დაზიანებული, მყიფე და მტვრევადია ან გაქვთ სოკო? სასურველი შედეგის მისაღებად, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ცილით მდიდარი საკვები პროდუქტები: კვერცხი, მარცვლეული, ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, რძის ნაწარმი და ა. შ.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ვიტამინ H-ით (ბიოტინი) მდიდარი პროდუქტები: ბანანი, ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო, ოსპი, ორაგული და ა. შ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული, უმარტივესი და უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს. ნარევი მოგაშორებთ ფრჩხილის სოკოს და შეძლებთ გქონდეთ ლამაზი, ჯანმრთელი, ძლიერი ფრჩხილები.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი ნახევარი ს. კ.
- ვაშლის ძმარი 1 ჩ. კ.
- ნიორი 1 კბილი
მომზადებისა და მოხმარების წესები:
ნიორი დანაყეთ. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით როგორც ხელის, ისე ფეხის ფრჩხილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით.
სამკურნალო პროცედურა გაიმეორეთ ყოველ დღე და ისიამოვნეთ თქვენი ლამაზი, ჯანმრთელი და ძლიერი ფრჩხილებით!