დღესასწაულია და უარავი უგემრიელესი კერძი დააგემოვნეთ, ნუგბარ-ნუგბარი ტკბილეულის მირთმევაც არ დაგვიწყებიათ. ახლა კი ისღა დაგრჩენიათ, რომ ზედმეტ კილოგრამებზე ინერვიულოთ.
შემოგთავაზებთ მოხარშული კვერცხის დიეტას. შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კვერცხი, ბოსტნეული, ციტრუსები და უმოკლეს დროში გათავისუფლდით ზედმეტი კილოგრამებისგან.
კვერცხის დიეტა არ არის ძალიან რთული, ამიტომ არ ინერვიულოთ, შიმშილი არ მოგიწევთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რადგან წყალი უზრუნველყოფს უჯრედის კვებას და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. აუცილებელია ყოვედრიურად მიიღოთ 8 ჩ. ჭ. წყლი. შიმშილის მთავარი მიზეზი წყლის უკმარისობაა.
დიეტის წყალობით 2 კვირაში 11 კილოგრამს დაიკლებთ.
ამ პეროდში მოერიდეთ გაზიანი სასმელების, ალკოჰოლის, შაქრის, მარილიანი და აგრეთვე სწრაფი კვების პროდუქტების მიღებას.
პირველი კვირა
ორშაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ციტრუსი;
- სადილი: 2 ნაჭერი წიწიბურას პური, ხილი;
- ვახშამი: ქათმის ხორცი და სალათა;
სამშაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი;
- სადილი: ქათმის ხორცის სალათი და მწვანე ბოსტნეული;
- ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი და ბოსტნეული;
ოთხშაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი; ციტრუსი;
- სადილი: უცხიმო ყველი, 1 ცალი პამიდორი, 1 ნაჭერი წიწიბურას პური;
- ვახშამი: ქათამი და სალათი;
ხუთშაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარსული კვერცხი;
- სადილი: ხილი;
- ვახშამი: ქათამი და სალათა;
პარასკევი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი;
- სადილი: 2 ცალი კვერცხი, მოხარშული ბოსტნეული;
- ვახშამი: თევზი გრილზე შემწვარი და სალათი;
შაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ციტრუსი;
- სადილი: ხილი;
- ვახშამი: ქათამი და სალათა;
კვირა
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ციტრუსი;
- სადილი: ქათამი, მოხარშული ბოსტნეული და პამიდვრის სალათი;
- ვახშამი: მოხარშული ბოსტნეული;
მეორე კვირა
ორშაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული, ციტრუსი;
- სადილი: ქათამი და სალათი;
- ვახშამი: 2 ცალი კვერცხი, სალათი და ფორთოხალი;
სამშაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ციტრუსი;
- სადილი: ქათამი, სალათი;
- ვახშამი: თევზი და სალათი;
ოთხშაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ციტრუსი;
- სადილი: 2 ცალი კვერცხი, მოხარშული კვერცხი;
- ვახშამი: 2 ცალი კვერცხი, სალათი და ფორთოხალი;
ხუთშაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ციტრუსი;
- სადილი: 2 ცალი კვერცხი, უცხიმო ყველი და მოხარშული ბოსტნეული;
- ვახშამი: ქათამი, სალათი;
პარასკევი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ციტრუსი;
- სადილი: ორაგულის სალათი;
- ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და სალათი;
შაბათი
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი;
- სადილი: ქათამი და სალათი;
- ვახშამი: მოხარშული ქათამი და ბოსტნეული;
კვირა
- საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ციტრუსი;
- სადილი: მოხარშული ქათამი და ბოსტნეული;
- ვახშამი: მოხარშული ქათამი და ბოსტნეული;
მაქსიმალური ეფექტისთვის სასურველია ყოველ დღე 30 წუთი ივარჯიშოთ.
აუცილებლად გააკეთეთ მოხარშული კვერცხის დიეტა და დამერწმუნეთ შედეგით აღფრთოვანდებით.