5 საშინაო საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებთ ასაკობრივი ლაქებისგან და გაგითანაბრებთ ტონს

851

მელაზმა არის კანის დაავადება, რომელიც გამოვლინდება კანზე პიგმენტური ლაქების არსებობით. ეპიდერმისში (კანის გარე შრე) წარმოიქმნება მელანინი, რომელიც განსაზღვრავს კანის ფერს. მელანინის ჭარბი რაოდენობით წარმოქმნა კი იწვევს სახეზე ყავისფერი ლაქების გაჩენას.

მოცემული პრობლემის საწინააღმდეგოდ აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი საშუალებები. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს. ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინფორმაციას, აირჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი საშუალება და შედეგიც არ დააყოვნებს.

1. შვრია

შვრია საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც თავისი შემადგენლობის წყალობით აქრობს ყავისფერ ლაქებს. გარდა ამისა, შვრია საუკეთესო ამქერცლავი პროდუქტია, რომელსაც შეუძლია მკვდარი უჯრედების მოშორება.

შვრიის ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ს. კ. დაფქული შვრია, 2 ს. კ. რძე და 1 ს. კ. თაფლი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მზა მასა დაიტანეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ნიღაბი  გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

2. ნუში

ცილის მაღალი შემცველობის წყალობით, ნუშს აქვს გამაღიავებელი ეფექტი. გარდა ამისა, ნუში E ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, რომელიც კვებავს კანს და გაგათავისუფლებთ პიგმენტური ლაქებისგან.

შემოგთავაზებთ ნუშის ბაზაზე მომზადებული საშუალების რეცეპტს.

5 ცალი ნუში დაფქვით, დაამატეთ 1 ჩ. კ. თაფლი და აურიეთ.  მიღებული მასა ნაზად შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

3. პირშუშხა

პირშუშხა მელაზმას სამკურნალოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. პირშუშხას აქვს მათეთრებელი ეფექტი, რომელსაც შეუძლია აღმოფხვრას კანის ფერის ნებისმიერი ცვლილება.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ პირშუშხას გახეხილი ფესვი ½ ჩ. კ. და 1 ს. კ. არაჟანი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე. ნარჩენები ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, სასურველი შედეგის მიღებამდე.

კვირაში ერთხელ პირშუსხას ფესვის პატარა ნაჭერი შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე, შეიშრეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

3. კარტოფილის წვენი

მელაზმას საწინააღმდეგოდ და კანის დასარბილებლად კარტოფილის წვენი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. კარტოფილის შემადგენლობაში შედის ფერმენტი, კატექოლაზა, რომელიც ეფექტურია მუქი ლაქებისა და კანის სხვა ნაკლოვანებების შესამცირებლად.

კარტოფილის წვენი წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მაქსიმალური შედეგის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად ან დღე გამოშვებით. სასურველ შედეგასც მლე მიიღებთ.

4. ავოკადო

ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით  მდიდარი ავოკადო მუქი ლაქების საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. ავოკადო აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას.

ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი E ვიტამინი კანს იცავს მზის მავნე ზემოქმედებისგან. ის განსაკუთრებით ეფექტურია ასაკობრივი ლაქების ინტენსივობისა და რაოდენობის შესამცირებლად.

გახეხეთ ¼ მწიფე ავოკადო, დაამატეთ 2 ჩ. კ. თაფლი, აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი.

გამოიყენეთ მარტივი, საოცრად ეფექტური ბუნებრივი საშუალებები და მოიგვარეთ მოცემული პრობლემები.