თუ წყლულები, გემოს დაკარგვა და კონცენტრაციის პრობლემები გაწუხებთ, თქვენ მნიშვნელოვანი ვიტამინი გაკლიათ

რა არის ფოლატი ან ფოლიუმის მჟავა? ეს B ჯგუფის ვიტამინია. ის წყალში ხსნადი ვიტამინია, ამიტომ დიდხანს არ ინახება ორგანიზმში და გამოიყოფა შარდის საშუალებით. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შევივსოთ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, წიინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმს ზიანს მივაყენებთ.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ძირითადი მიზეზი არის კვების რაციონში გარკვეული პროდუქტების ნაკლებობა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, აგრეთვე გარკვეული გენეტიკური დაავადებები, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება და ზოგიერთი მედიკამენტი.

იხილეთ სიმპტომები, რომლებიც თან სდევს ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის ნაკლებობას:

  1. წყლულები პირის ღრუში ან ენის შეშუპება. ეს სიმპტომები ანემიის წინა პირობებია. ამ შემთხვევაში ენა შუპდება, წითლდება.
  2. გემოს დაკარგვა. ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს, გარდა იმისა, რომ პირის ღრუში ჩნდება წყლულები, ადამიანი კარგავს გემოს.
  3. კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ანემია ხშირად იწვევს ნაწლავის პრობლემას, იწვევს ყაბზობას ან აშლილობას.
  4. მუდმივი დაღლილობა, სისუსტე, კანის სიმკრთალე. ორგანიზმი საჭიროებს ერითროციტებს, რათა ჟანგბადი მიეწოდოს მთელ სხეულს და კუნთოვან ქსოვილებს. ფოლიუმის მჟავას შეუძლია ერითროციტების გამომუშავება. აი, რატომ იწვევს მისი ნაკლებობა ფოლიუმის დეფიციტის ანემიას.
  5. ქოშინი და თავბრუსხვევა. ეს ორი სიმპტომი და აგრეთვე გულყრა შეიძლება მიზეზი იყოს ფოლიუმის მჟავის დეფიციტის.
  6. კონცენტრაციის პრობლემები. შეიძლება გახდეთ გულმავიწყი, რაც მეტყველებს, რომ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი გაქვთ. აგრეთვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია გაღიზიანება.
  7. ტკივილი სხეულში. ფოლიუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მკერდის არეში, ფეხების, თავის ტკივილი.

საბედნიეროდ, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი შეიძლება სწრაფად შევსოთ სწორი კვების დახმარებით. კვების რაციონს დაამატეთ მუქი მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, სატაცური, ბურღულეული.

ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორსულებისთვის, რადგან ის ხელს უწყოფს ნაყოფის ზურგის ტვინის განვითარებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.